Aqara H1 Smart Wall Switch – Single / With Neutral
₾127.00
ევროპული სტანდარტის პრემიუმ ხარისხის ჭკვიანი ჩამრთველი მეტალის ჩარჩოთი და Zigbee 3.0 პროტოკოლის მხარდაჭერით. მისი საშუალებით შეგიძლიათ არსებული განათებების დაჭკვიანება.
- ერთ ღილაკიანი ჩამრთველი
- ჩამრთველის ამ ვერსიას სჭირდება ნეიტრალის (ე.წ. “ნოლის”) კაბელი
- ფერი: თეთრი | შავი | ნაცრისფერი | კრემისფერი
შენიშვნა: საჭიროებს რომელიმე Aqara Hub მოწყობილობას
პრემიუმ ხარისხის ჭკვიანი ჩამრთველი
Aqara H1 ჭკვიანი ჩამრთველი გაძლევთ თქვენი სახლის განათების მართვის საშუალებას. თქვენ შეძლებთ თქვენი სახლის განათების ჩართვას და გამორთვას მექანიკური ღილაკების, აპლიკაციების, უკაბელო ღილაკების, ავტომატიზაციების, სენსორების და ხმოვანი ასისტენტების საშუალებით. გექნებათ საშუალება, რომ დისტანციურად აკონტროლოთ თქვენი განათებები როდესაც არ ხართ სახლში.
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ Aqara Home, Apple Home, Google Home, ან Alexa smart home სისტემები იმისათვის, რომ დააორგანიზოთ განათებები ოთახების და ჯგუფების მიხედვით და წინასწარ შექმნათ სცენები სხვადასხვა შემთხვევბისთვის.
აკონტროლეთ თქვენი სახლის განათება ხმოვანი ბრძანებით ან ღილაკის დაჭერით.
რაც მთავარია, თქვენ ყოველთვის შეძლებთ თქვენი განათებების მართვას ფიზიკურად ღილაკის მეშვეობით აპლიკაციის, ინტერნეტის, wifi-ს და ჰაბის გარეშეც.
Aqara H1 Smart ჩამრთველი არის ევროპულ სტანდარტზე გათვლილი ჩამრთველი, რომელიც თავისუფლად ერგება კედელში ჩასაშენებელ ბუდეებს, რომლებსაც იყენებენ საქართველოში.
- ჭკვიანი სახლის კონტროლისთვის აუცილებელია Aqara Hub მოწყობილობა
- დისტანციური კონტროლისთვის აუცილებელია ინტერნეტთან კავშირი
- No-neutral (ნოლის გარეშე) ჩამრთველმა შეიძლება არ იმუშაოს გარკვეული ტიპის განათებებთან
გამოსაყენებლად უმარტივესი
Aqara H1 ჩამრთველი გათვლილია თქვენი არსებული ჩამრთველების ერთი-ერთში ჩანაცვლებაზე. მისი ზედაპირი არის 86მმ-იანი კვადრატი, რომელიც თავისუფლად ერგება საქართველოიში ფართოდ გამოყენებულ ბუდეებს. ჩამრთველის ჩანაცვლებას ჭირდება სახრახნისი და 10 წუთი . არ არის საჭირო კედლის გაბურღვა ან დენის გაყვანილობის გადაკეთება. H1 ჩამრთველების მეშვეობით შესაძლებელია ე.წ. რევერსების ქსელის ჩანაცვლებაც.
დახვეწილი დიზაინი და დაჭერის სასიამოვნო შეგრძნება
The Aqara H1 ჭკვიანი ჩამრთველი არის მარტივი მოწყობილობა მინიმალისტური დიზაინით. რეალურად ჩარმთველის მთელი ზედაპირი არის ერთი ან ორი ღილაკი, რომელზე დაჭერაც არის საკმაოდ მარტივი სიბნელეშიც კი. ღილაკის დაჭერისას ძალიან მცირე ზომის LED ნათურა გაჩვენებთ ღილაკის სტატუსს.ჩამრთველი ვიზულურად არ გავს განსაკუთრებულად ჭკვიან მოწყობილობას და მექანიკური დაჭერის საშუალება და ფიზიკური ღილაკის შეგრძნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიბნელეში. სხვე ჭკვიანი მოწყობილობებზე, მხოლოდ touch რეჟიმში მომუშავე ღილაკების მოსაძებნად სიბნელეში აუცილებელია, რომ ღილაკი ანათებდეს, რაც ხშირ შემთხვევაში ძალიან შემაწუხებელია.Aqara H1-ზე საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია სტატუსის LED ნათურის გათიშვა პროგრამულად.
უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა
Aqara H1 ჭკვიან ჩარმთველს გავლილი აქვს საერთაშორისო სერტიფიკაციები, როგორიც არის CE და EAC. მოწყობილობაში ჩაშენებლია დაცვის რამდენიმე დონე გადახურებისა და გადატვირთვისგან (მხოლოდ ნოლიანი მოდელები) დაცვა.
ახალი თანამედროვე დიზაინი, ღილაკის მოკლე სვლით და სიმეტრიული კოსპუსით არაის გამძლეობის გარანტი.
ფერი |
თეთრი ,შავი ,ნაცრისფერი ,კრემისფერი |
---|
მსგავსი პროდუქტები
Aqara H1 Smart Wall Switch – Double / No Neutral
- ორ ღილაკიანი ჩამრთველი
- ჩამრთველის ამ ვერსიას არ სჭირდება ნეიტრალის (ე.წ. "ნოლის") კაბელი
Aqara H1 Smart Wall Switch – Double / With Neutral
Aqara H1 Smart Wall Switch – Single / No Neutral
- ერთ ღილაკიანი ჩამრთველი
- ჩამრთველის ამ ვერსიას არ სჭირდება ნეიტრალის (ე.წ. "ნოლის") კაბელი
- ფერი: თეთრი | შავი | ნაცრისფერი | კრემისფერი
Aqara H1 Wireless Switch
Aqara H1 არის პრემიუმ ხარისხისა და ვიზუალის უკაბელო ჩამრთველი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი სადენების საკონტროლოდ ან თქვენზე მორგებული სხვადასხვა სცენების გასააქტიურებლად.
შენიშვნა: საჭიროებს რომელიმე Aqara Hub მოწყობილობას