მინი ღილაკი – Wireless Mini Switch
₾45.00
უკაბელო ჭკვიანი ღილაკი, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი ავტომატიზაციის და მოწყობილობის სამართავად
შეგიძლიათ სცენების გააქტიურება მხოლოდ ერთი დაჭერით.
არ არის მარაგში
ბატარეაზე მომუშავე ჭკვიანი ღილაკი, რომელითაც შეიძლება განათების, სხვა ჭკვიანი მოწყობილობების ან სცენების მართვა.
აკონტროლეთ ყველაფერი
Aqara-ს მინი ჭკვიანი ღლაკი შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი სურვილისამებრ. დააკონფიგურირეთ და მიაბით ის ნებისმიერ მოწყობილობას, რომლის მართვაც გსურთ და მიამაგრეთ ღილაკი ნებისმიერ ადგილას. ის კარგად ჯდება კედელზე, თქვენს საწოლის გვერდით, მაგიდაზე ან თქვენს ჯიბეში.
მას შემდეგ რაც ღილაკს მიაბავთ ჭკვიან მოწყობილობას – მაგალითად, სინათლის ჩამრთველს – ამ ღილაკის დაჭერა ჩართავს ან გამორთავს ჩამრთველს. შესანიშნავია საძინებლის განათების საწოლიდან გამორთვისთვის.
*საჭიროებს Aqara Smart Hub მოწყობილობას.
ერთი ღილაკი, მრავალი მოწყობილობა
Aqara ჭკვიანი სვიჩი ასევე შეიძლება დააკონფიგურირდეს სცენების გასაშვებად.
მაგალითად, “Good Night” სცენას შეუძლია გამორთოს ყველა განათება თქვენს სახლში. “რომანტიკული ვახშმის” სცენა კი აანთებს თქვენს გარემოს და ჭაღის განათებებს, ხოლო გამორთავს ტიხრული განათებებს.
სცენის მინიჭება თქვენს Aqara ჭკვიან მინი ღილაკზე, ნიშნავს ერთი ღილაკით მრავალი მოწყობილობის ერთდროულ მართვას.
ეს ფაქტობრივად სამი ღილაკია
Aqara მინი ღილაკს აქვს სამი სხვადასხვა მოქმედების მხარდაჭერა – ერთი დაჭერა, ორმაგი დაჭერა და ხანგრძლივი დაჭერა.
ამ მოქმედებებიდან თითოეული შეიძლება ცალკე დააკონფიგურირდეს და მიებათ სხვადასხვა სცენას ან ჭკვიანი მოწყობილობის მართვა.
დიზაინირებულია ნებისმიერი ადგილისთვის
Aqara უკაბელო მინი ღილაკი მუშაობს CR2032 ბატარეით, რომლითაც ის ძლებს 2 წლის განმავლობაში. ის არის უკაბელო და შესაბამისად მონტაჟისას არ საჭიროებს კაბელებს ან დამალვას.
ღილაკს კომპლექტში მოყვება წებოვანი ბალიში, რომლითაც ის შეგიძლიათ შეგიძლიათ მიამაგროთ პრაქტიკულად ნებისმიერ ზედაპირზე.
ჭკვიანი კონტროლი Apple Home-თან ერთად
Aqara უკაბელო მინი ღილაკი მუშაობს სხვა Apple HomeKit-ს მიერთებულ აქსესუარებთან ერთად Apple Home აპლიკაციაში, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ ერთი დაჭერით მართოთ სხვადასხვა ბრენდების ჭკვიანი მოწყობილობები.
მსგავსი პროდუქტები
Aqara H1 Smart Wall Switch – Double / No Neutral
- ორ ღილაკიანი ჩამრთველი
- ჩამრთველის ამ ვერსიას არ სჭირდება ნეიტრალის (ე.წ. "ნოლის") კაბელი
Aqara H1 Smart Wall Switch – Double / With Neutral
Aqara H1 Smart Wall Switch – Single / No Neutral
- ერთ ღილაკიანი ჩამრთველი
- ჩამრთველის ამ ვერსიას არ სჭირდება ნეიტრალის (ე.წ. "ნოლის") კაბელი
- ფერი: თეთრი | შავი | ნაცრისფერი | კრემისფერი
Aqara H1 Smart Wall Switch – Single / With Neutral
- ერთ ღილაკიანი ჩამრთველი
- ჩამრთველის ამ ვერსიას სჭირდება ნეიტრალის (ე.წ. "ნოლის") კაბელი
- ფერი: თეთრი | შავი | ნაცრისფერი | კრემისფერი
Aqara H1 Wireless Switch
Aqara H1 არის პრემიუმ ხარისხისა და ვიზუალის უკაბელო ჩამრთველი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი სადენების საკონტროლოდ ან თქვენზე მორგებული სხვადასხვა სცენების გასააქტიურებლად.
შენიშვნა: საჭიროებს რომელიმე Aqara Hub მოწყობილობას