რადიატორის თერმოსტატი – Aqara Radiator Thermostat E1
₾173.00
განაახლეთ თქვენი სახლის გათბობის სისტემა Aqara რადიატორის თერმოსტატით. ეს ჭკვიანი მოწყობილობა საშუალებას გაძლევთ უპრობლემოდ გააკონტროლოთ თქვენი სახლის ტემპერატურა, დაზოგოთ ენერგია და ფული ამ პროცესში. თავსებადია პოპულარულ ჭკვიანი სახლის სისტემებთან და ხმოვან ასისტენტებთან, ეს არის შესანიშნავი დამატება ნებისმიერი თანამედროვე სახლისთვის. აღმოაჩინეთ, თუ როგორ შეუძლია Aqara რადიატორის თერმოსტატი E1 გააუმჯობესოს თქვენი სახლის გათბობა დღეს.
შენიშვნა: საჭიროებს რომელიმე Aqara Hub მოწყობილობას
15 საწყობშია
ჭკვიანი და კომფორტული გათბობის კონტროლი თქვენი სახლისთვის
რადიატორის თერმოსტატი ინფორმაციას იღებს Aqara სენსორებიდან და გამოიყენება წყლის რადიატორების ან თბილი იატაკის საკონტროლებლად.
- ინტეგრაცია სხვა ტემპერატურის სენსორთან (მათ შორის HomeKit-თან): აკონტროლეთ მთელი ოთახის და არა მხოლოდ რადიატორის ტემპერატურა. სხვა თერმოსტატებთან შედარებით, Aqara რადიატორის თერმოსტატს შეუძლია მიიღოს ტემპერატურის მაჩვენებლები პირდაპირ Aqara ტემპერატურისა და ტენიანობის სენსორიდან.
- ყოვლისმომცველი თავსებადობა : თერმოსტატი თავსებადია ყველაზე პოპულარულ ეკოსისტემებთან და მისი კონტროლი შესაძლებელია ხმით. მხარდაჭერილია Apple HomeKit, Alexa, Google, IFTTT, Alice, Marusya.
- კარებისა და ფანჯრების გაღების ამოცნობა: ენერგიის დაზოგვის მიზნით, თერმოსტატი გამორთავს გათბობას კარის ან ფანჯრის გაღების შემთხვევაში.
- ამინდის ავტომატიზაცია და გაყინვისგან დაცვა : მილის გაყინვის საფრთხის შემთხვევაში, გათბობა ავტომატურად ჩაირთვება. უფრო მეტიც, Aqara Home-ის მძლავრი ავტომატიზაციის წყალობით, გარე ტემპერატურის მკვეთრად დაცემის პროგნოზის შემთხვევაში, შესაძლებელია ოთახის წინასწარ გათბობა ტემპერატურის ცვლილების კომპენსაციის მიზნით.
- რეგულირებადი ჭკვიანი გრაფიკი : გრაფიკი შეიძლება შეირჩეს დროის სასურველ პერიოდებზე, როგორიცაა ღამე ან დღე.
- მოწყობილობების დაჯგუფების მხარდაჭერა : ერთ ოთახში რამდენიმე რადიატორის არსებობის შემთხვევაში, ყველა მათგანი სინქრონიზებული იქნება ოთახის რეალური ტემპერატურის მიხედვით.
- ფერადი განათებული ეკრანი : მსგავსი პროდუქტებისგან განსხვავებით, Aqara რადიატორის თერმოსტატის აქვს მაღალი გარჩევადობის ფერადი LCD ეკრანი.
- ბატარეის 1-წლიანი ხანგრძლივობა: არ არის საჭირო ბატარეების გამოცვლა რამდენიმე კვირაში ერთხელ: Zigbee პროტოკოლისა და ენერგოეფექტური აპარატურის წყალობით, Aqara-ს რადიატორის თერმოსტატის ბატარეამ შესაძლოა გაძლოს ერთ წლამდე.
- Geofencing და Multi Home Support : თუ თქვენ გაქვთ ერთზე მეტი სახლი, სახლის ავტომატური გათბობა შეგიძლიათ მართოთ თქვენი ადგილმდებარეობის შესაბამისად.
- მარტივი ინსტალაცია და ფართო თავსებადობა: Aqara რადიატორის თერმოსტატი შეიცავს გადამყვანებს, რომლებიც თავსებადია რადიატორის თერმოსტატის სარქველების უმრავლესობასთან. ინსტალაციას კი მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება და არ საჭიროებს დამატებით ინსტრუმენტებს.
ავტომატიზაცია:
1. შეაერთეთ გარე სენსორები მეტი კომფორტისათვის
სურვილის შემთხვევაში თერმოსტატი უკვაშირდება Aqara-ს ტემპერატურისა და ტენიანობის სენსორს, რომელიც შეგიძლიათ განათავსოთ ოთახის ნებისმიერ წერტილში. ამ შემთხვევაში ის შეძლებს გათბობის სიმძლავრის რეგულირებას ოთახის რეალურ ტემპერატურაზე დაყრდნობით. ამავდროულად, Aqara კარ-ფანჯრის სენსორის წყალობით, ენერგია არ დაიხარჯება ღია კარების ან ფანჯრების დატოვების შემთხვევაში.
2. დაარეგულირეთ ტემპერატურა თითოეული ადამიანის სურვილის მიხედვით
Camera Hub G3-ის ადგილობრივი სახის ამოცნობის მეშვეობით, ოთახის ტემპერატურა შეიძლება ავტომატურად დარეგულირდეს თითოეული ადამიანის პრეფერენციების შესაბამისად. G3-ის მიერ ადამიანის ამოცნობის შემთხვევაში შესაძლებელია გათბობა ჩაირთოს მხოლოდ მის ოთახში, რაც დაზოგავს ენერგიას.
3. Aqara Home Geofencing ფუნქცია ჩართავს გათბობას სახლში თქვენს მისვლამდე
რადიატორის თერმოსტატები დაიწყებს თქვენი სახლის გათბობას როგორც კი მიუახლოვდებით მას. შედეგად, თქვენ შეხვალთ მყუდრო, თბილ სახლში, ზედმეტი ენერგიის ხარჯვის გარეშე.
მსგავსი პროდუქტები
Aqara H1 Smart Wall Switch – Double / No Neutral
- ორ ღილაკიანი ჩამრთველი
- ჩამრთველის ამ ვერსიას არ სჭირდება ნეიტრალის (ე.წ. "ნოლის") კაბელი
Aqara H1 Smart Wall Switch – Single / With Neutral
- ერთ ღილაკიანი ჩამრთველი
- ჩამრთველის ამ ვერსიას სჭირდება ნეიტრალის (ე.წ. "ნოლის") კაბელი
- ფერი: თეთრი | შავი | ნაცრისფერი | კრემისფერი
Aqara H1 Wireless Switch
Aqara H1 არის პრემიუმ ხარისხისა და ვიზუალის უკაბელო ჩამრთველი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი სადენების საკონტროლოდ ან თქვენზე მორგებული სხვადასხვა სცენების გასააქტიურებლად.
შენიშვნა: საჭიროებს რომელიმე Aqara Hub მოწყობილობას