მოძრაობის სენსორი – Motion Sensor P1

Original price was: ₾69.00.Current price is: ₾49.00.

თანამედროვე, ჭკვიანი, კონფიგურირებადი და პატარა PIR სენსორი

 

შენიშვნა: საჭიროებს რომელიმე Aqara Hub მოწყობილობას

აღწერა
Aqara · Motion Sensor P1

მოძრაობის სენსორი – Motion Sensor P1

Aqara P1 არის Aqara-ს ყველაზე პოპულარული მოძრაობის სენსორის განახლებული ვერსია.

ZigbeeApple HomeMatterGoogle Home
Motion Sensor P1

ძირითადი შესაძლებლობები

უკვე შესაძლებელია კონფიგურაციის ცვლილება
შექმნილია რომ იყოს უჩინარი
ჭკვიანი შეტყობინებები
ჭკვიანი სახლის ავტომატიზაციები
ეკოსისტემებთან თავსებადობა
განსხვავება წინა თაობის სენსორისგან
Motion Sensor P1

მასში გაუმჯობესებულია ყველა მნიშნველოვანი პარამეტრი: ელემენტის ხანგრძლივობა, კონფიგურაციების ცვლილების შესაძლებლობა, ეკოსისტემებთან თავსებადობა და უკაბელო კავშირის შესაძლებლობები.

Aqara P1 მოძრაობის სენსორი არის ჭკვიანი სახლისთვის ძალიან სასარგებლო აქსესუარი განათებებისა და სხვა მოწყობილობების ავტომატიზაციისთვის.

საჭიროებს Aqara-ს Hub-ს.

უკვე შესაძლებელია კონფიგურაციის ცვლილება

უკვე შესაძლებელია კონფიგურაციის ცვლილება

Aqara-ს P1 მოძრაობის სენსორში უკვე შესაძლებელია ორი პარამეტრის ცვლილება: მგრძნობელობა და ანათვლის აღების ინტერვალი. ორივე პარამეტრის კონფიგურაცია შესაძლებელია Aqara-ს აპლიკაციიდან.

ანათვლის ინტერვალი განსაზღვრავს პერიოდს მოძრაობის დაფიქსირებიდან რამდენი ხანი იყოს სენსორი პასიურ რეჟიმში. ამ პერიოდში სენსორი აღარ ცდილობს მოძრაობის დაფიქსირებას. ამ პარამეტრის სწორად შერჩევით შესაძლებელია სენსორის იდეალურად მორგება გარემო ფაქტორებზე და ელემენტის დაზოგვა. პასიური რეჟიმის ინტერვალი შეიძლება იყოს ნებისმიერი დრო 1 – 200 წამს შორის.

სენსორის მგრძნობელობის პარამეტრი შეიძლება იყოს დაბალი, საშუალო ან მაღალი, რაც განსაზღვრავს მოძრაობის აღქმის დისტანციას. მაღალი მგრძნობელობის შემთხვევაში სენსორს შეუძლია მოძრაობა დააფიქსიროს 7 მეტრის მანძილზე, ხოლოდ დაბალი მგრძნობელობისას – 2 მეტრის მანძილზე.

შექმნილია რომ იყოს უჩინარი

შექმნილია რომ იყოს უჩინარი

Aqara-ს P1 მოძრაობის სენსორი ძალიან პატარაა (მხოლოდ 3.5 x 3.5 x 4სმ). მას მოყვება 360 გრადუსიანი სამაგრი ფეხი ორმაგი წებოვანი ლენტით, რომლითაც ის შეგიძლიათ მიამაგროთ პრაქტიკულად ნებისმიერ ზედაპირზე.

სენსორს ესაჭიროება ორი ცალი CR2450 ელემენტი, რომელითაც სენსორი მუშაობს 5 წლის განმავლობაში.

ჭკვიანი შეტყობინებები

ჭკვიანი შეტყობინებები

Aqara-ს P1 მოძრაობის სენსორს შეუძლია მოძრაობის დაფიქსირებისას გამოგიგზავნოთ შეტყობინება, რაც ემსახურება სახლის უსაფრთხოებას. ამ სენსორისთ ასევე შეძლებთ თქვენი შინაური ცხოველების კონტროლს.

ჭკვიანი სახლის ავტომატიზაციები

ჭკვიანი სახლის ავტომატიზაციები

მოძრაობის სენსორები არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აქსესუარი ნებისმიერი ჭკვიანი სახლისთვის.

მათი საშუალებით შესაძლებელია განათების ან სხვა მოწყობილობების ავტომატიზაცია მოძრაობის დაფიქსირებისას და მათი გათიშვა როდესაც მოძრობა აღარ ფიქსირდება.

გრძელ კორიდორებში განათების ჩასართავად და გამოსართავად ხშირად გამოიყენება ე.წ. რევერსული ჩამრთველები. რასაც სრულად ჩაანაცვლებს მოძრაობის სენსორები.

ეკოსისტემებთან თავსებადობა

ეკოსისტემებთან თავსებადობა

Aqara-ს P1 მოძრაობის სენსორში თავსებადია ჭკვიანი სახლის ყველა მოწინავე ეკოსისტემასთან, როგორიცაა Apple Homekit, Amazon Alexa, IFTTT, Google Home და ა.შ..

სენსორს ასევე აქვს Matter პროტოკოლის მხარდაჭერაც.

განსხვავება წინა თაობის სენსორისგან

განსხვავება წინა თაობის სენსორისგან

კავშირის პროტოკოლი: Zigbee 3.0 vs Zigbee 1.2.

ელემენტის ხანგრძლივობა: 5 წელი vs 2 წელი.

ელემენტის მოდელი: 2x CR2450 vs 1x CR2450.

პასიურობის ხანგრძივობა: კონფიგურირებადია 1-200წმ-მდე vs 60 წმ.

მგრძნობიარობის შეცვლა: დიახ vs არა.

ვიდეო

ტექნიკური მახასიათებლები

მოდელი (Model)
MS-S02
ფერი (Color)
White
ზომები (Dimensions)
33.1 × 33.1 × 41.6mm
ბატარეა (Battery)
2 × CR2450
ზომები (Product Packaging Size)
55 × 37 × 70mm
წონა (Product Weight)
33g
ხედვის / აღმოჩენის კუთხე (Detection Angle)
≈170°
აღმოჩენის მანძილი (Detection Distance)
≈7m
ბატარეა (Battery Capacity)
1240mAh
უკაბელო კავშირი (Wireless Connections)
Zigbee 3.0
უკაბელო კავშირი (Wireless Frequency)
2.4GHz (2400~2483.5MHz)
სამუშაო ტემპერატურა (Operating Temperature)
-10℃~+55℃
სამუშაო ტენიანობა (Operating Humidity)
0 ~ 95%RH, კონდენსაციის გარეშე
კომპლექტაცია (What’s in the box)
Motion Sensor P1 × 1, Holder × 1,Sticker ×1,User Manual ×1

წყარო: Aqara-ს ოფიციალური საიტი

მიწოდება
1–5 სამუშაო დღე
ჭკვიანი სახლი
Aqara Hub-ით
აპლიკაცია
Aqara Home
Shipping & Delivery