Aqara A100 Zigbee Smart Lock
₾950.00 Original price was: ₾950.00.₾875.00Current price is: ₾875.00.
უსაფრთხო, ჭკვიანი სახლის საკეტი Apple Home Key-სა და Google Home-ის მხარდაჭერით და განბლოკვის მეთოდების მრავალფეროვანი არჩევანით, როგორიცაა: ბიომეტრიოული თითის ანაბეჭდი, დროებითი/მუდმივი კოდები, NFC ბარათი, მობილური აპლიკაცია და მექანიკური გასაღები.
9 საწყობშია
ჭკვიანი საკეტი Aqara A100
სწრაფი და უსაფრთხო ახლა უკვე Apple Home Key-ს მხარდაჭერით
Aqara A100 არის მრავალმხრივ ჭკვიანი ფუნქციებით აღჭურვილი კარის საკეტი, მოსახერხებელი და ერგონომიული დიზაინით, რომელიც მარტივი გამოსაყენებელია. ის საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ კარის განბლოკვის რამოდენიმე მეთოდი, როგორიცაა: ბიომეტრიული თითის ანაბეჭდი, პირადი კოდი და NFC მოწყობილობა. ის ასევე საშუალებას გაძლევთ დისტანციურად დააყენოთ ერთჯერადი ან ვადიანი კოდები, რომლებიც იმუშავებენ თქვენთვის სასურველი დროის განსაზღვრულ მონაკვეთში.
Aqara A100 არის მსოფლიოში პირველი საკეტი Apple Home Keys-ს მხარდაჭერით. თქვენ შეგიძლიათ გახსნათ კარი Apple Wallet-ში შენახული სახლის გასაღებით. ამისათვის თქვენი iPhone ან Apple Watch უნდა შახოთ საკეტს. ამასთან არ არის აუცილებელი რომ მობილური იყოს ჩართული, ანუ კარის გაღებას შეძლებთ მაშინაც კი თუ ტელეფონი დაგიჯდათ სახლში მისვლამდე.*
Aqara A100 ასევე სრულად ინტეგრირებულია Apple HomeKit-თან და Apple Home აპლიკაციის საშუალებით შეგიძლიათ დისტანციურად განბლოკოთ კარი.
- *apple wallet-ში Home Key არჩეული უნდა გქონდეთ როგორც Express Mode ბარათი
- *Apple Home Key-ს გამოსაყენებლად საჭიროა Iphone XS ან უფრო ახალი (იხ. მოწყობილობების სია) თაობის ტეელფონი ან Apple Watch 4 ან უფრო ახალი მოდელი
ბევრი მომხმარებელი და საკეტის გაღების მეთოდები
Aqara A100 საკეტი საშუალებას იძლევა ბევრ მომხმარებელს ჰქონდეს ინდივიდუალური კოდები, თითის ანაბეჭდი და NFC მოწყობილობა. უფრო ზუსტად საკეტს შეუძლია შეინახოს: 50 თითის ანაბეჭდი, 50 კოდი და 25 NFC ბარათის მონაცემი. განბლოკვის საშუალებების დამატება/ამოღება და წვდომების მართვა ძალიან მარტივია Aqara Home აპლიკაციის საშუალებით.
საკეტს აქვს ერთჯერადი პინ კოდების გამოყენების საშუალებაც. ამ კოდების გენერაცია შეგიძლიათ დისტანციურად აპლიკაციის გამოყენებით. ასევე შესაძლებელია დროებითი კოდების გამოყენებაც, რომელიც ვალიდური იქნება მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული დროის ინტერვალში. მაგალითად თუ თქვენ ბავშვის მოვლაში გეხმარებათ ძიძა, შეგიძლიათ მას მისცეთ კოდი, რომელიც კარს გააღებს მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ სამუშაო საათებში.
საკეტს აქვს გაღების შემდეგი მეთოდები:
- თითის ბიომეტრიული ანაბეჭდი
- პინ კოდები
- Apple Home Key
- NFC ბარათები
- საკეტის გაღება Apple Home და Aqara Home აპლიკაციებით
- საკეტის გაღება ხმოვანი ასისტენტების მეშვეობით: Apple Siri ან Google ასისტენტი
- ერთჯერადი კოდები
- პერიოდული/დროებითი კოდები
- მექანიკური გასაღები
Aqara A100 Zigbee ასევე ფუნქციონირებს, როგორც მექანიკური საკეტი. გასაღების საშუალებით შეგიძლიათ გახსნათ/დაკეტოთ ისევე როგორც, ჩვეულებრივი საკეტი.
შიგნიდან სახელური მექანიკურად ამოძრავებს მექანიზმს. საკეტის მექანიკურად მუშაობისათვის არაა საჭირო ელემენტები.
როდესაც ელემენტი ჯდება, Aqara A100 წინასწარ გაფრთხილებთ ამის შესახებ როგორც საკეტზე, ასევე აპლიკაციის მეშვეობით, რომ დროულად შეცვალოთ ისინი.
თუ ელემენტი ისე დაჯდა, რომ ვერ მოასწარით გამოცვლა, შეგიძლიათ საკეტი USB-C კაბელით შეაერთოთ გარე დამტენთან, რომელიც საშუალებას მოგცემთ კარი გააღოთ ჩვეულ რეჟიმში და შეცვალოთ ელემენტები. ელემენტის შეცვლა დაგჭირდებათ ყოველ 18 თვეში (8 x AA ელემენტი) ერთხელ.
დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ ჩვენს ბლოგს
*საკეტის დისტანციურად სმართვისთვის საჭიროა ჭკვიანი ჰაბი
მსგავსი პროდუქტები
Aqara D100 Zigbee Smart Lock
Aqara D100 ჭკვიანი საკეტი Apple Homekit-თან სრული ინტეგრაციით
D100 Smart Door Lock არის კარის ჭკვიანი საკეტი Apple Home Keys-ისა და Google Home-ის მხარდაჭერით, განბლოკვის მეთოდებით, როგორებიცაა: ბიომეტრიული ანაბეჭდები, PIN-ები და NFC მოწყობილობები.
საკეტი ასევე იმართება დისტანციურად Apple Home აპის გამოყენებით. Aqara D100-ს აქვს ჩაშენებული Apple უსაფრთხოების ჩიპი Apple Home Keys-სა და Apple HomeKit-ის მხარდასაჭერად. თქვენ შეგიძლიათ განბლოკოთ კარი Apple Wallet-ში შენახული სახლის გასაღების საკეტთან ახლოს მიტანით. ასევე შეგიძლიათ ნახოთ დაბლოკვის სტატუსი Apple Home აპლიკაციაში.
