ბუნებრივი აირის დეტექტორი Aqara Smart Gas Detector
₾178.00
ჭკვიან სენსორი აფიქსირებს ბუნებრივი აირის გაჟონვას. ის აღჭურვილია ხმოვანი განგაშით და შეუძლია თქვენი ინფორმირება ტელეფონზე შეტყოფინების სახით, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ.
შენიშვნა: საჭიროებს რომელიმე Aqara Hub მოწყობილობას
9 საწყობშია
გაზის გაჟონვის დაფიქსირება და განგაში
Aqara Gas Detector-ი აღჭურვილია 85 დეციბელიანი სირენით. განგაში საკმარისად ხმამაღალია, რომ გაზის გაჟონვის დაფიქსირებისას სახლში ყველას ყურადღება მიიქციოს.
- Aqara -ს ჰაბი არის აუცილებელი სენსორის ჭკვიან სახლთან ინტეგრაციისათვის
- სენსორი მიერთებული უნდა იყოს კვების წყაროზე
- სენსორს შეუძლია მხოლოდ მეთანის (CH4) დაფიქსირება, რომელიც არის სახლებში მიწოდებული გაზის ძირითადი კომპონენტი
- სენსორს არ შეუძლია თხევადი გაზის (LPG) გაჟონვის დაფიქსირება
შეტყობინებას მიიღებთ ყველგან
Zigbee 3.0 უკაბელო ტექნოლოგიის გამოყენებით გაზის გაჟონვის სენსორი მარტივად ინტეგრირდება თქვენი ჭკვიანი სახლის ეკოსისტემაში.
ამ ინტეგრაციით შესაძლებელია შეტყობინებების მიღება პირდაპირ ტელეფონში. ასევე გეძლევათ დამატებითი ავტომატიზაციების შესაძლებლობა, როგორიცაა ვენტილაციის სისტემის ჩართვა ან გაზის მიწოდების გადაკეტვა სპეციალური ჩამკეტით.
Apple HomeKit-ის სრული მხარდაჭერით შესაძლებელია Apple Critical Alert ტიპის შეტყობინებების გამოგზავნა გაზის გაჟონვის დაფიქსირების შემთხვევაში. ამ შეტყობინებას მიიღებთ მაშინაც, თუ ტელეფონზე გათიშული გაქვთ ნოტიფიკაციები.