Aqara G2H Pro Camera Hub
₾209.00
ჭკვიანი კამერა ჰაბი, რომელიც მუშაობს Apple Homekit, Google და Alexa ეკოსისტემებთან, რომელსაც შეუძლია 128 ჭკვიანი მოწყობილობის მიერთება და კონტროლი.
აღწერა
მრავალფუქნციური კამერა-ჰაბი ფართო ინტეგრაციებისა და სხვა მოწყობილობების მართვის შესაძლებლობებით
ჭკვიანი კამერა
Aqara G2H Pro კამერა ჰაბს გააჩნია ყველა შესაძლებლობა, რაც შეიძლება ოდესმე დაგჭირდეთ ასეთი მოწყობილობისგან.
2MP გარჩევადობის სენსორი იძლევა მაღალი ხარისხის, დეტალებით სავსე, მკვეთრ გამოსახულებას.
კამერას აქვს ყველა სტანდარტული ფუნქცია, რაც უსაფრთხოების კამერისთვის არის აუცილებელი.
- ღამის ხედვა
- მოძრაობის აღქმა
- SD ბარათზე ვიდეო ჩანაწერების შენახვის შესაძლებლობა (512 GB-მდე)
ეკოსისტემებთან თავსებადობა
Aqara G2H Pro კამერა თავსებადია ჭკვიანი სახლის ყველა მსხვილ ეკოსისტემასთან.
კამერა შეგიძლიათ მიაერთოთ Google Home, Amazon Alexa, Apple Home ეკოსისტემებს და ვიდეოს უყუროთ პირდაპირ ამ აპლატფორმებში.
კამერას ასევე აქვს Apple Homekit Secure Video-ს მხარდაჭერა, რაც დღეს ინდუსტრიაში ყველაზე უსაფრთხო ქლაუდ სერვისად ითვლება.
ჭკვიანი სახლის ჰაბი
Aqara G2H Pro კამერა ასევე არის ჭკვიანი სახლის ჰაბი. მას შეუძლია 128 ჭკვიანი მოწყობილობის მიერთება და მართვა, როგორებიცაა: ჩამრთველები, სენსორები, თერმოსტატები, საკეტები და ა.შ.
Zigbee 3.0 ტექნოლოგიის გამოყენებით სახლის ყველა ჭკვიანი სენსორი, გადამრთველი ან ნათურა უკავშირდება პირდაპირ G2H ჰაბს და არა თქვენს სახლის WIFI ქსელს.
ეს ნიშნავს ნაკლებ დატვირთვას თქვენს WIFI როუტერსა და ინტერნეტ ტრაფიკზე, შესაბამისად უფრო საიმედო კავშირს თქვენს ჭკვიან მოწყობილობებს შორის.
Aqara G2H Pro ჰაბი სრულად თავსებადია Apple Home, Amazon Alexa და Google Home ჭკვიანი სახლის ეკოსისტემებთან. ამ სისტემებზე მიერთებით შესაძლებელია ეკოსისტემებში ჩართულ სხვა მწარმოებლების ჭკვიან მოწყობილობებთან ინტეგრაცია.