მდებარეობის სენსორი - Presence Sensor FP2
მდებარეობის სენსორი - Presence Sensor FP2 Original price was: ₾277.00.Current price is: ₾179.00.
Back to products
სამართავი კუბი - Cube T1 Pro
სამართავი კუბი - Cube T1 Pro Original price was: ₾65.00.Current price is: ₾29.00.

ჭკვიანი ზარი – Smart Video Doorbell G4

Original price was: ₾374.00.Current price is: ₾239.00.

მსოფლიოში ერთადერთი კარის ვიდეო ზარი, რომელიც მუშაობს ელემენტზე და თავსებადია HomeKit-თან.

არ არის მარაგში

აღწერა
Aqara · Smart Video Doorbell G4

ჭკვიანი ვიდეო ზარი კარებისთვის

მსოფლიოში ერთადერთი კარის ვიდეო ზარი, რომელიც მუშაობს ელემენტზე და თავსებადია HomeKit-თან.

Wi-FiApple HomeGoogle HomeAlexa
Smart Video Doorbell G4

ძირითადი შესაძლებლობები

ელემენტით მომუშავე და HomeKit-თან თავსებადი ვიდეო ზარი ხელოვნური ინტელექტით.
ლოკალური AI სახის ამოცნობა
ვიდეო ზარი და ორმხრივი საუბარი
ზარის შიდა WIFI მოდული ხმამაღალი დინამიკით
უფასო Cloud და ლოკალური საცავი
ჭკვიანი სახლის ეკოსისტემებთან თავსებადობა Apple HomeKit Secure Video-ს ჩათვლით
ელემენტით მომუშავე და HomeKit-თან თავსებადი ვიდეო ზარი ხელოვნური ინტელექტით.

ელემენტით მომუშავე და HomeKit-თან თავსებადი ვიდეო ზარი ხელოვნური ინტელექტით.

Aqara G4 არის ელემენტზე მომუშავე პირველი ვიდეო ზარი, რომელიც თავსებადია Apple-ის HomeKit Secure Video-სთან და ამავდროულად ვიდეო გამოსახულების სტრიმინგის შესაძლებლობით Google-ისა და Alexa-ს ჭკვიან ეკრანებზე.

მოწყობილობას გააჩნია ხელოვნური ინტელექტი (AI), რომელსაც შეუძლია ვიზიტორების სახის, საეჭვო ქცევის და შეღწევის მცდელობის ამოცნობა.

Aqara G4 შედგება ორი მოწყობილობისგან:

  • ✓გარე მონტაჟის წყალგამძლე კამერა, რომელსაც აქვს ზარის ღილაკი და შეუძლია იმუშაოს როგორც სადენიანი კვებით, ასევე ელემენტით. სადენით შეერთების დროს შესაძლებელია გამოიყენოთ AC/DC 12-24V 0.5A ადაპტერი
  • ✓შიდა მოწყობილობა, რომელიც ასრულებს ზარის ფუნქციას და უზრუნველყოფს კამერასთან კავშირს Aqara-ს აპლიკაციიდან და სხვადასხვა ჭკვიანი სახლის ეკოსისტემებიდან WIFI-ს მეშვეობით.
ლოკალური AI სახის ამოცნობა

ლოკალური AI სახის ამოცნობა

ლოკალური სახის ამოცნობის ჩაშენებული ალგორითმი G4-ის დიდი უპირატესობაა. ამ ვიდეო ზარს შეუძლია ამოიცნოს კარის მიღმა პირის ვინაობა, რასაც შეგიძლიათ მიაბათ სხვადასხვა სახის ავტომატიზაცია.

ვიდეო ზარი და ორმხრივი საუბარი

ვიდეო ზარი და ორმხრივი საუბარი

ვიდეო ზარის ღილაკზე დაჭერისას თქვენთან აპლიკაციაში იგზავნება შეტყობინებას, საიდანაც ლაივ რეჟიმში შეგიძლიათ ვიდეო გამოსახულების ნახვა და სტუმართან ორმხრივი აუდიო დიალოგი.

როდესაც ვიდეო ზარი ამოიცნობს სტუმარს, შეტყობინებაში მოგივათ ინფორმაცია მისი ვინაობის შესახებ. Aqara G4-ს აქვს 162° ფართო ხედვის კუთხე Full HD ვიდეო ჩვენების და ჩაწერის ხარისხთ.

G4 შექმნილია გარე გამოყენებისთვის და შეესაბამება IPX3 სტანდარტს.

ზარის შიდა WIFI მოდული ხმამაღალი დინამიკით

ზარის შიდა WIFI მოდული ხმამაღალი დინამიკით

Aqara Doorbell G4-ის შიდა მოწყობილობას გააჩნია ხმამაღალი (95db) დინამიკი, რომელის ხმასაც სახლში ყველგან გაიგებთ. ამავე მოწყობილობაში არის ჩაშენებული SD ბარათის სლოტი, რაშიც შეგიძლია შეაერთოთ 512GB-მდე MicroSD (იყიდება ცალკე) მეხსიერების ბარათი. ბარათზე ინახება როგორც ზარის ვიდეობი, ასევე გარე მოწყობილობის მიერ დაფქისირებული მოძრაობის ან ხალხის უცნაური ქცევის მოკლე ჩანაწერები.

Aqara G4-ის AI შესაძლებლობები გაძლევთ საშუალებას შეცვალოთ თქვნენი ხმა ორმხრივი კავშირის დროს და დააყენოთ წინასწარ განსაზღვრული რამდენიმე ვარიანტიდან ერთ-ერთი.

ე.წ. Do not disturb რეჟიმის დროს შეგიძლიათ შეცვალოთ შიდა ზარის ხმა და ასევე წინასწარ განსაზღვროთ თუ როდის გააქტიურდეს ეს რეჟიმი. მაგალითად ყოველ ღამით 11 საათის შემდეგ დილის 8 საათამდე შეგიძლიათ ზარი ავტომატურად გადაიყვანოთ ამ რეჟიმზე.

უფასო Cloud და ლოკალური საცავი

უფასო Cloud და ლოკალური საცავი

Aqara G4-ს მოყვება უფასო Cloud სანახი ვიდეო ჩანაწერებისთვის, რომელიც 7 დღის განმავლობაში შეგინახავთ ვიდეობს. ამ ჩანაწერების ნახვას ნებისმიერ დროს შეძლებთ Aqara-ს აპლიკაციიდან. ლოკალურ micro SD ბარათზე ვიდეოების ჩაწერა შეზღუდულია მხოლოდ micro SD ბარათის მოცულობით.

ჭკვიანი სახლის ეკოსისტემებთან თავსებადობა Apple HomeKit Secure Video-ს ჩათვლით

ჭკვიანი სახლის ეკოსისტემებთან თავსებადობა Apple HomeKit Secure Video-ს ჩათვლით

Aqara G4 არის მსოფლიოში პირველი ელემენტზე მომუშავე და HomeKit-თან თავსებადი კარის ვიდეო ზარი რომელსაც აქვს HomeKit Secure Video-ს მხარდაჭერა, რაც ინდუსტრიაში ყველაზე უსაფრთხო სერვისად ითვლება. ამ დროს ვიდეოს ანალიზი და შეტყობინებები მოდის თქვენს Apple მოწყობილობებზე, როგორიცაა iPad, iPhone და Apple TV. ხოლო ვიდეო ჩანაწერები ინახება თქვენს iCloud სანახზე, რომელიც დაშიფრულია თქვენი პირადი გასაღებთ და Apple-საც კი არ აქვს ამ ჩანაწერებზე წვდომა.

გარდა ამისა, Aqara G4-ს შეუძლია აუდიოსა და ვიდეოს ინტეგრირება Google Home და Amazon Alexa-სთან.

ვიდეო

ტექნიკური მახასიათებლები

უკაბელო კავშირი (Doorbell wireless connection)
2.4GHz, IEEE 802.11b/g/n
გარჩევადობა (Video resolution)
1080p
ხედვის / აღმოჩენის კუთხე (FOV)
162°(subtended angle)
ბატარეა (Battery specification)
Six AA 1.5V LR6 batteries
კვება (Externally connected to power supply)
12V-24V AC 0.2A 50/60Hz 8V-24V DC 0.5A
Repeater Wi-Fi
2.4GHz,IEEE 802.11b/g/n 1T1R
მეხსიერება (Local storage)
Support up to 512 GB microSD card local storage
კვება (Repeater power supply)
5V/1A USB-A to USB-C supply line
სამუშაო ტემპერატურა (Operating temperature)
-18° – +50°
სამუშაო ტენიანობა (Operating humidity)
0%-95%, non-condensing
ზომები (Doorbell size)
141.5×65×30.4mm
წონა (Doorbell net weight)
163g (no battery)
ზომები (Repeater size)
65.2×65×28.4mm
წონა (Repeater net weight)
68g
ზომები (Packing box size)
148×96×73mm
წონა (Gross weight)
550g
კომპლექტაცია (What’s in the Box)
Smart Video Doorbell G4×1, Chime Repeater×1, AA Battery×6, User Manual×1, Screwdriver×1, Wall Screws & Anchors kit×1, 20° Wedge Bracket×1, Wedge Screws Kit×1, Cable for Chime×1
ფერი (Color)
Black / Shadow Gray

წყარო: Aqara-ს ოფიციალური საიტი

მიწოდება
1–5 სამუშაო დღე
აპლიკაცია
Aqara Home
Shipping & Delivery