მოძრაობის სენსორი – Motion Sensor P1
₾69.00
თანამედროვე, ჭკვიანი, კონფიგურირებადი და პატარა PIR სენსორი
შენიშვნა: საჭიროებს რომელიმე Aqara Hub მოწყობილობას
შეუმჩნეველი, მოწინავე და კონფიგურირებადი
განახლებულია კიდევ უფრო მეტი ტექნოლოგიით
Aqara P1 არის Aqara-ს ყველაზე პოპულარული მოძრაობის სენსორის განახლებული ვერსია. მასში გაუმჯობესებულია ყველა მნიშნველოვანი პარამეტრი: ელემენტის ხანგრძლივობა, კონფიგურაციების ცვლილების შესაძლებლობა, ეკოსისტემებთან თავსებადობა და უკაბელო კავშირის შესაძლებლობები.
Aqara P1 მოძრაობის სენსორი კვლავ არის ჭკვიანი სახლისთვის ძალიან სასარგებლო აქსესუარი განათებებისა და სხვა მოწყობილობების ავტომატიზაციისთვი.
- საჭიროებს Aqara-ს Hub-ს.
უკვე შესაძლებელია კონფიგურაციის ცვლილება
Aqara-ს P1 მოძრაობის სენსორში უკვე შესაძლებელია ორი პარამეტრის ცვლილება: მგრძნობელობა და ანათვლის აღების ინტერვალი. ორივე პარამეტრის ცვლილება შესაძლებელია Aqara-ს აპლიკაციიდან.
ანათვლის ინტერვალი განსაზღვრავს პერიოდს მოძრაობის დაფიქსირებიდან რამდენი ხანი იყოს სენსორი პასიურ რეჟიმში. ამ პერიოდში სენსორი აღარ ცდილობს მოძრაობის დაფიქსირებას. ამ პარამეტრის სწორად შერჩევით შესაძლებელია სენსორის იდეალურად მორგება გარემო ფაქტორებზე და ელემენტის დაზოგვა. პასიური რეჟიმის ინტერვალი შეიძლება იყოს ნებისმიერი დრო 1 – 200 წამს შორის.
სენსორის მგრძნობელობის პარამეტრი შეიძლება იყოს დაბალი, საშუალო ან მაღალი, რაც განსაზღვრავს მოძრაობის აღქმის დისტანციას. მაღალი მგრძნობელობის შემთხვევაში სენსორს შეუძლია მოძრაობა დააფიქსიროს 7 მეტრის მანძილზე, ხოლოდ დაბალი მგრძნობელობისას – 2 მეტრის მანძილზე.
შექმნილია რომ იყოს უჩინარი
Aqara-ს P1 მოძრაობის სენსორი ძალიან პატარაა(მხოლოდ 3.5 x 3.5 x 4სმ). მას მოყვება 360 გრადუსიანი სამაგრი ფეხი ორმაგი წებოვანი ლენტით, რომლითაც ის შეგიძლიათ მიამაგროთ პრაქტიკულად ნებისმიერ ზედაპირზე.
სენსორს ესაჭიროება ორი ცალი CR2450 ელემენტი, რომელითაც სენსორი მუშაობს 5 წლის განმავლობაში.
ჭკვიანი შეტყობინებები
Aqara-ს P1 მოძრაობის სენსორს შეუძლია მოძრაობის დაფიქსირებისას გამოგიგზავნოთ შეტყობინება, რაც ემსახურება სახლის უსაფრთხოებას. ამ სენსორისთ ასევე შეძლებთ თქვენი შინაური ცხოველების კონტროლს.
ჭკვიანი სახლის ავტომატიზაციები
მოძრაობის სენსორები არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აქსესუარი ნებისმიერი ჭკვიანი სახლისთვის. მათი საშუალებით შესაძლებელია განათების ან სხვა მოწყობილობების ავტომატიზაცია მოძრაობის დაფიქსირებისას და მათი გათიშვა როდესაც მოძრობა აღარ ფიქსირდება.
გრძელ კორიდორებში განათების ჩასართავად და გამოსართავად ხშირად გამოიყენება ე.წ. რევერსული ჩამრთველები. ამის სრულად ანაცვლებს მოძრაობის სენსორები.
ეკოსისტემებთან თავსებადობა
Aqara-ს P1 მოძრაობის სენსორში თავსებადია ჭკვიანი სახლის ყველა მოწინავე ეკოსისტემასთან, როგორიცაა Apple Homekit, Amazon Alexa, IFTTT, Google Home და ა.შ. სენსორს ასევე აქვს Matter პროტოკოლის მხარდაჭერაც.
განსხვავება წინა თაობის სენსორისგან
კავშირის პროტოკოლი: Zigbee 3.0 vs Zigbee 1.2
ელემენტის ხანგრძლივობა: 5 წელი vs 2 წელი
ელემენტის მოდელი: 2x CR2450 vs 1x CR2450
პასიურობის ხანგრძივობა: კონფიგურირებადია 1-200წმ-მდე vs 60 წმ
მგრძნობიარობის შეცვლა: დიახ vs არა.