ტემპერატურის და ტენიანობის სენსორი – Aqara Temperature and Humidity Sensor

59.00

ტემპერატურის, ტენიანობის და ჰაერის წნევის სენსორი აუცილებელი კომპონენტია თქვენს ჭკვიან სახლში.

 

შენიშვნა: საჭიროებს რომელიმე Aqara Hub მოწყობილობას

აღწერა

თქვენი მინი ამინდის სადგური

Aqara-ს სენსორს შეუძლია თქვენს სახლში ტემპერატურის, ტენიანობისა და ატმოსფერული წნევის მონიტორინგი. თქვენ შეძლებთ მართოთ ავტომატიზაციები თითოეული ოთახში ტემპერატურის ან ტენიანობის მიხედვით. შესაძლებელია საძინებელში ჩართოთ დამატენიანებელი, როდესაც ჰაერის ტენიანობა დაეცემა თქვენ მიერ განსაზღვრული ნიშნულის ქვევით. ან ჩართოთ ჰაერის ვენტილაციის სისტემა აბაზანაში, თუ ტენიანობა მაღალია.

თუ თქვენ იყენებთ Aqara-ს რადიატორის თერმოსტატს, შეგიძლიათ ის მიაბათ Aqara-ს ტემპერატურის და ტენიანობის სენსორს და ტემეპერატურა აითვალოთ იქ, სადაც ყველაზე მეტი სიზუსტე გჭირდებათ. მაგალითად ლოგინთან ან მისაღები ოთახის სავარძელთან.

სენსორს ასევე შუეძლია სტატისტიკის შეგროვება და Aqara-ს აპლიკაციაში ჩვენება.

ამ პატარა და შეუმჩნეველ მოწყობილობას მოყვება წებოვანი ლენტები, რაც საშუალებას გაძლევთ სენსორი მიამაგდროთ პრაქტიკულად ნებისმიერ ზედაპირზე.

ენერგოეფექტური Zigbee 3.0 პროტოკოლის და CR2032 ელემენტის წყალობით სენსორს შეუძლია მუშაობა 2 წლის განმავლობაში.

 

 

 

 

Shipping & Delivery