ჭკვიანი საკეტი – Aqara D100 Smart Lock
₾1,382.00 Original price was: ₾1,382.00.₾1,250.00Current price is: ₾1,250.00.
Aqara D100 ჭკვიანი საკეტი Apple Homekit-თან სრული ინტეგრაციით
D100 Smart Door Lock არის კარის ჭკვიანი საკეტი Apple Home Keys-ისა და Google Home-ის მხარდაჭერით, განბლოკვის მეთოდებით, როგორებიცაა: ბიომეტრიული ანაბეჭდები, PIN-ები და NFC მოწყობილობები.
საკეტი ასევე იმართება დისტანციურად Apple Home აპის გამოყენებით. Aqara D100-ს აქვს ჩაშენებული Apple უსაფრთხოების ჩიპი Apple Home Keys-სა და Apple HomeKit-ის მხარდასაჭერად. თქვენ შეგიძლიათ განბლოკოთ კარი Apple Wallet-ში შენახული სახლის გასაღების საკეტთან ახლოს მიტანით. ასევე შეგიძლიათ ნახოთ დაბლოკვის სტატუსი Apple Home აპლიკაციაში.
10 საწყობშია
სუპერ სწრაფი ბიომეტრიული გასაღები
D100 Smart Door Lock-ის განბლოკვა ხდება უსწრაფესად თითის ანაბეჭდის წამკითხველის საშუალებით, რომელიც ერგონომიულადაა ჩაშენებული სახელურში. ანაბეჭდის იდენტიფიცირებას სჭირდება 0,3 წამი, ხოლო საკეტის განბლოკვას 0,7 წამი. შედეგად თქვენ განბლოკავთ საკეტს 1 წამში ხელის ერთი მოძრაობით.

ძირითადი შესაძლებლობები

Apple Home Keys-ს მხარდაჭერა
დაამატეთ სახლის გასაღები Apple Wallet-ში და კარი iPhone-ის ან Apple Watch-ის მიტანით გააღეთ.

შენი სუპერ უსაფრთხო გასაღები შენს მაჯაზე
Aqara D100-ს აქვს Apple-ის სახლის უსაფრთხოების ტექნოლოგიის სრული მხარდაჭერა. Apple Wallet-ში სახლის გასაღების დამატების შემდეგ iPhone და Apple Watch-ის მიტანით Aqara D100-თან თქვენი კარი განიბლოკება.
Apple Home Keys მუშაობს ორი მეთოდით:
- ✓Express Mode, რომელიც ხსნის კარს სწრაფი შეხებით
- ✓Face ID-ით ან კოდის შეყვანით

საკეტის გახსნის მრავალი მეთოდის და მომხმარებლების მხარდაჭერა
კარი იღება თითის ანაბეჭდით, PIN კოდით, NFC ბარათით, Apple Home Key-ით, აპლიკაციით ან მექანიკური გასაღებით — ოჯახის თითოეულ წევრს თავისი მეთოდი შეუძლია.

სწრაფი და უსაფრთხო შესვლის სისტემა მთელი ოჯახისთვის
D100 Smart Door Lock გაძლევთ საშუალებას სხვადასხვა მომხმარებლისთვის გამოიყენოთ 50-მდე თითის ანაბეჭდი, 50 PIN კოდი და 25 NFC მოწყობილობა. თითოეულ მომხმარებელს შესაძლოა მიენიჭოს წვდომის სხვადასხვა ტიპი, საკუთარი PIN კოდები, თითის ანაბეჭდები და NFC მოწყობილობები.
მომხმარებლის უფლებების მართვა მარტივადაა შესაძლებელი Aqara Home და Apple Home აპლიკაციების საშუალებით, თუნდაც დისტანციურად.
საკეტს აქვს გაღების შემდეგი მეთოდები:
Aqara D100 front and back
- ✓თითის ბიომეტრიული ანაბეჭდი
- ✓პინ კოდები
- ✓Apple Home Key
- ✓NFC ბარათები
- ✓საკეტის გაღება Apple Home და Aqara Home აპლიკაციებით
- ✓საკეტის გაღება ხმოვანი ასისტენტების მეშვეობით Apple Siri ან Google ასისტენტი
- ✓ერთჯერადი კოდები
- ✓პერიოდული/დროებითი კოდები
- ✓მექანიკური გასაღები

მდგრადი კონსტრუქცია და უსაფრთხოების შესაძლებლობები
D100 კარის ჭკვიანი საკეტი შეიქმნა მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
Aqara D100 front and back
- ✓საკეტი ავტომატურად იბლოკება კარის დახურვისას
- ✓ანოდირებული ალუმინის კონსტრუქცია უზრუნველყოფს საკეტის გამძლეობას
- ✓საკეტი ცილინდრი არის უაღრესად დაცული
- ✓დაზიანების სენსორი ახდენს ფიზიკური შეღწევის მცდელობის აღკვეთას
- ✓მოწყობილობა არის დაცული ელექტრომაგნიტური შეტევებისგან
- ✓წინა პანელზე რიცხვები გამოდის არეულად, რაც ართულებს მესამე პირის მიერ თქვენი პინის დამახსოვრების საშუალებას
- ✓ხმოვანი შეტყობინება და ნოტიფიკაციის გაგზავნა აპლიკაციის მეშვეობით, როდესაც კარი ღიაა სასურველ დროზე დიდხანს

სრულად მექანიკური გასაღები
ბატარეის დაცლის ან ელექტრონიკის გაუმართაობის შემთხვევაში კარი ყოველთვის გაიღება სარეზერვო მექანიკური გასაღებით.

გააღე და დაკეტე კარი მექანიკურად იმ შემთხვევაშიც კი თუ ბატარეა სრულად არის დამჯდარი
თუ საკეტის ბატარეა სრულად დაჯდა, თქვენ მაინც შეძლებთ კარის ჩაკეტვას და განბლოკვას მექანიკური ღილაკით და მექანიკური გასაღებით. მაგრამ ეს ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ლითიუმ-იონური ბატარეას მუშაობის ვადა ერთი წელია და მისი დაჯდომის შემთხვევაში მომხმარებელს წინასწარ არაერთხელ ეგზავნება შეტყობინება ამის შესახებ, რომ დროულად მოახდინოს რეაგირება.
Aqara D100-ის ბატარეის დატენვა მარტივია – უბრალოდ შეაერთეთ USB-C კაბელი USB-C პორტში, რომელიც უშუალოდ ბატარეაზეა განთავსებული.
Aqara D100 keypad and mechanism

ინტეგრირებულია შენს ჭკვიან სახლთან
Aqara D100 ჭკვიანი საკეტი არ არის მხოლოდ უგასაღებო საკეტი, ეს არის თქვენს ჭკვიან სახლთან სრულად ინტეგრირებული დაშვების სისტემა.
- ✓კარის გაღება/დაკეტვის შესახებ სტატუსი Aqara Home და Apple Home აპლიკაციებში რეალურ დროში
- ✓ისტორიული ინფორმაცია კარის გაღება-დახურვაზე წვდომადია Aqara Home და Apple Home აპლიკაციებში
- ✓საკეტზე შესაძლებელია სხვადასხვა ავტომატიზაციების მიბმა და ჭკვიანი მოწყობილობების მართვა
- ✓საკეტიდან შესაძლებელია თქვენი უსაფრთხოების სისტემის (სიგნალიზაციის) მართვა
- ✓საკეტში გამოიყენება სრულიად უსაფრთხო Zigbee 3.0 პროტოკოლი
- ✓ჩაშენებული ლითიუმ-იონის ელემენტი, რომელიც ძლებს 12 თვის განმავლობაში და მარტივად იმუხდება USB-C კაბელის მეშვეობით
- ✓საკეტს მოყვება 2 ცალი Aqara NFC ბარათი
არა მხოლოდ ციფრული არამედ ჭკვიანიც
Aqara D100 სრულადაა ინტეგრირებული თქვენი ჭკვიანი სახლის სამართავ სისტემასთან. თქვენ მყისიერად გეგზავნებათ შეტობინებები Aqara Home-ში ან Apple Home-ში საკეტის დაბლოკვა/განბლოკვის შესახებ და გაქვთ წვდომა აქტივობების ჩანაწერებთან.
NFC Tag
დამატებითი აქსესუარები
საკეტს მოყვება 2 ცალი Aqara NFC ბარათი კომპლექტში.
ტექნიკური მახასიათებლები
წყარო: Aqara-ს ოფიციალური საიტი
მსგავსი პროდუქტები
პრემიუმ ჭკვიანი საკეტი – Aqara D200i Smart Lock
ჭკვიანი ზარი – Smart Video Doorbell G4
ჭკვიანი ზარი – Smart Video Doorbell G410
ჭკვიანი საკეტი – Aqara A100 Smart Lock
უსაფრთხო, ჭკვიანი სახლის საკეტი Apple Home Key-სა და Google Home-ის მხარდაჭერით და განბლოკვის მეთოდების მრავალფეროვანი არჩევანით, როგორიცაა: ბიომეტრიოული თითის ანაბეჭდი, დროებითი/მუდმივი კოდები, NFC ბარათი, მობილური აპლიკაცია და მექანიკური გასაღები.
საკეტის დისტანციურად სმართვისთვის საჭიროა ჭკვიანი ჰაბი