Aqara A100 Zigbee Smart Lock
₾875.00
უსაფრთხო, ჭკვიანი სახლის საკეტი Apple Home Key-სა და Google Home-ის მხარდაჭერით და განბლოკვის მეთოდების მრავალფეროვანი არჩევანით, როგორიცაა: ბიომეტრიოული თითის ანაბეჭდი, დროებითი/მუდმივი კოდები, NFC ბარათი, მობილური აპლიკაცია და მექანიკური გასაღები.
Aqara A100 ჭკვიანი საკეტი – Apple Home Key-სა და Zigbee მხარდაჭერით
Aqara A100 Zigbee Smart Lock არის პრემიუმ კლასის ჭკვიანი საკეტი, რომელიც მხარს უჭერს Apple Home Key-ს, HomeKit-ს, Google Assistant-სა და Aqara Home ეკოსისტემას. ის აერთიანებს უსაფრთხოებას, ელეგანტურ დიზაინს და მრავალმხრივ ფუნქციონალს.
აქვს 9-ზე მეტი განბლოკვის მეთოდი, მათ შორის თითის ანაბეჭდი, NFC, პინ კოდები, Siri-სა და Google ასისტენტის ბრძანებები და მექანიკური გასაღები.
ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი საკეტი, რომელიც Apple Wallet-ის მეშვეობით საკეტის გაღების საშუალებას გაძლევთ — ტელეფონის ან საათის გამოყენებით, ონლაინ კავშირის გარეშეც კი.
🔒 მრავალმხრივი განბლოკვის მეთოდები
Aqara A100 ჭკვიანი საკეტი გთავაზობთ შემდეგ ფუნქციონალს:
- თითის ანაბეჭდი (50-მდე ჩანაწერი)
- პინ კოდები (50-მდე უნიკალური კოდი)
- NFC ბარათები (25-მდე ბარათის მხარდაჭერა)
- Apple Home Key
- Apple Home და Aqara Home აპლიკაციები
- სხვისთვის ერთჯერადი ან დროებითი კოდების გაგზავნა
- ხმოვანი ბრძანებები Siri-დან და Google ასისტენტიდან
- მექანიკური გასაღები საგანგებო სიტუაციებისთვის
📱 სრულად ინტეგრირებული Apple HomeKit-თან
მოწყობილობა Apple HomeKit-ს სრულად ერგება და მისი მართვა შესაძლებელია Apple Home აპლიკაციით. ეს ნიშნავს დისტანციურ კონტროლს, ავტომატიზაციებს და ინტეგრაციას სხვა Apple მოწყობილობებთან.
მხარდაჭერილია Express Mode, რაც კარის გასაღებს კიდევ უფრო სწრაფ და მარტივს ხდის.
- *მხოლოდ iPhone XS ან უფრო ახალი მოდელები
- *Apple Watch Series 4 ან ზემოთ
- იხილეთ მხარდაჭერილი მოწყობილობები
🔋 ელემენტის ხანგრძლივი მუშაობა სათადარიგო კვება
საკეტი მუშაობს 8 x AA ტიპის ელემენტით, რომლებიც ძლებს დაახლოებით 18 თვე. აკონტროლეთ ელემენტის დონე აპლიკაციით. ელემენტის ამოწურვის შემთხვევაში, შესაძლებელია კარი გარე დამტენზე USB-C კაბელით შეაერთოთ და ჩვეულ რეჟიმში გამოიყენოთ.
🎯 ძირითადი მახასიათებლები მოკლედ:
- Apple Home Key მხარდაჭერა
- თითის ანაბეჭდითა და NFC ბარათით განბლოკვა
- დისტანციური მართვა აპლიკაციით
- მექანიკური გაღების გამოყენების შესაძლებლობა
- მარტივი ინსტალაცია და ინტეგრაცია Aqara-ს ეკოსისტემასთან
მსგავსი პროდუქტები
Aqara D100 Zigbee Smart Lock
Aqara D100 ჭკვიანი საკეტი Apphe Homekit-თან სრული ინტეგრაციით
D100 Smart Door Lock არის კარის ჭკვიანი საკეტი Apple Home Keys-ისა და Google Home-ის მხარდაჭერით, განბლოკვის მეთოდებით, როგორებიცაა: ბიომეტრიული ანაბეჭდები, PIN-ები და NFC მოწყობილობები.
საკეტი ასევე იმართება დისტანციურად Apple Home აპის გამოყენებით. Aqara D100-ს აქვს ჩაშენებული Apple უსაფრთხოების ჩიპი Apple Home Keys-სა და Apple HomeKit-ის მხარდასაჭერად. თქვენ შეგიძლიათ განბლოკოთ კარი Apple Wallet-ში შენახული სახლის გასაღების საკეტთან ახლოს მიტანით. ასევე შეგიძლიათ ნახოთ დაბლოკვის სტატუსი Apple Home აპლიკაციაში.