ჭკვიანი ჰაბი - Aqara M1S Hub Gen 2
ჭკვიანი ჰაბი - Aqara M1S Hub Gen 2 Original price was: ₾159.00.Current price is: ₾99.00.
Back to products
ჭკვიანი კამერა-ჰაბი - Aqara G2H Pro Camera Hub
ჭკვიანი კამერა-ჰაბი - Aqara G2H Pro Camera Hub Original price was: ₾209.00.Current price is: ₾149.00.

ჭკვიანი კამერა-ჰაბი – Aqara G3 Camera Hub

Original price was: ₾308.00.Current price is: ₾259.00.

კამერა ჰაბი 2K გარჩევადობით და ხელოვნური ინტელექტით, რომელიც მუშაობს Apple Homekit, Google Home და Alexa ეკოსისტემებთან.

კამერას ასევე შეუძლია ინფრაწითელი სხივებით მოწყობილობების კონტროლი, 360 გრადუსით ობიექტივის ტრიალი და ობიექტების ავტომატური თვალთვალი.

არტიკული: Aqara-G3HUB კატეგორია: ,
აღწერა
Aqara · Aqara G3 Camera Hub

მრავალფუქნციური კამერა-ჰაბი ხელოვნური ინტელექტით, ფართო ინტეგრაციებისა და სხვა მოწყობილობების მართვის შესაძლებლობებით

ZigbeeWi-FiApple HomeGoogle Home
Aqara G3 Camera Hub

ძირითადი შესაძლებლობები

360° Pan და Tilt ფუნქცია, 2K გარჩევადობა, Type-C პორტი და 5Ghz სიხშირის WIFI ქსელის მხარდაჭერა
ეკოსისტემებთან თავსებადობა
AI შესაძლებლობები ლოკალურად მოწყობილობაზე
კონფიდენციალურობა და მონაცემების შიფრაცია
აკონტროლე სხვა InfraRed (IR) მოწყობილობები
360° Pan და Tilt ფუნქცია, 2K გარჩევადობა, Type-C პორტი და 5Ghz სიხშირის WIFI ქსელის მხარდაჭერა

360° Pan და Tilt ფუნქცია, 2K გარჩევადობა, Type-C პორტი და 5Ghz სიხშირის WIFI ქსელის მხარდაჭერა

Aqara G3 კამერა ჰაბს გააჩნია ყველა შესაძლებლობა, რაც შეიძლება ოდესმე დაგჭირდეთ ასეთი მოწყობილობისგან.

კამერა აღჭურვლია ლინზით, რომესაც აქვს 110°-იანი ხედვის კუთხე, შეუძლია ლინზის დახრა და 360°-ით წრეზე ტრიალი.

2304 x 1296 გარჩევადობის სენსორი იძლევა ძალიან მაღალი ხარისხის, დეტალებით სავსე, მკვეთრ გამოსახულებას.

Type-C პორტი გამოიყენება როგორც კამერის კვებისთვის, ასევე მისი საშუალებით შეიძლება მაღალი რეზოლუციის ვიდეო გამოსახულების გადაცემა UVC პროტოკოლით.

ქსელის მხრივ კამერა თავსებადია 2,4 GHz და 5 GHz WIFI ქსელებთან.

ამ ყველაფრის გარდა Aqara G3 კამერას აქვს ყველა სტანდარტული ფუნქცია, რაც უსაფრთხოების კამერისთვის არის აუცილებელი:

  • ✓ღამის ხედვა
  • ✓მოძრაობის აღქმა
  • ✓SD ბარათზე ვიდეო ჩანაწერების შენახვის შესაძლებლობა (128 GB-მდე)
ეკოსისტემებთან თავსებადობა

ეკოსისტემებთან თავსებადობა

Aqara G3 კამერა თავსებადია ჭკვიანი სახლის ყველა მსხვილ ეკოსისტემასთან.

კამერა შეგიძლიათ მიაერთოთ Google Home, Amazon Alexa, Apple Home ეკოსისტემებს და ვიდეოს უყუროთ პირდაპირ ამ პლატფორმებში.

კამერას ასევე აქვს Apple Homekit Secure Video-ს მხარდაჭერა, რაც დღეს ინდუსტრიაში ყველაზე უსაფრთხო ქლაუდ სერვისად ითვლება.

AI შესაძლებლობები ლოკალურად მოწყობილობაზე

AI შესაძლებლობები ლოკალურად მოწყობილობაზე

Aqara G3 კამერა აღჭურვილია მძლავრი NPU პროცესორით, რაც საშუალებას იძლევა მოწყობილობამ მოახდინოს სახეების, ჟესტებისა და ცხოველების ამოცნობა ადგილობრივად ქლაუდ სერვისებზე წვდომისა და დამატებითი სერვისების გარეშე.

AI ტექნოლოგიის გამოყენებით თქვენ გექნებათ მრავალფეროვანი ავტომატიზაციების შექმნის შესაძლებლობა, როგორიცაა:

  • ✓Push ნოტიფიკაციის გამოგზავნა თქვენს ტელეფონზე, როდესაც რომელიმე ოჯახის წევრი, მაგალითად ბავშვი, მივა სახლში
  • ✓Push ნოტიფიკაციის გამოგზავნა, როდესაც თქვენი ოთხფეხა მეგობარი იქ შევა, სადაც არ უნდა შედიოდეს, ან მივა ჭკვიან Pet Feeder-თან საჭმლის მოსათხოვად
  • ✓ავტომატური ვიდეო თვალთვალის რეჟიმის გათიშვა, როდესაც რომელიმე ოჯახის წევრის სახეს ამოიცნობს
  • ✓ჟესტების ამოცნობით სხვადასხვა ქმედებების შესრულება: ჭკვიანი განათების ჩართვა/გამორთვა, ტელევიზორის ჩართვა/გამორთვა, და ა.შ.
კონფიდენციალურობა და მონაცემების შიფრაცია

კონფიდენციალურობა და მონაცემების შიფრაცია

Aqara G3 კამერის გამოყენება სრულიად უსაფრთხოა. ვიდეო სტრიმინგისას მონაცემების მიმოცვლა დაშიფრულია და კამერას აქვს თანამედროვე WIFI უსაფრთხოების პროტოკოლების მხარდაჭერა. ამასთან, Aqara G3 სერთიფიცირებულია Amazon-ის, Google-ის და Apple-ის მიერ და შეესაბამება მათ უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის სტანდარტებს.

დამატებით, კამერას აქვს კონფიდენციალურობის აპარატურული რეჟიმი, რომლის ჩართვაც შესაძლებელია როგორც ხელით, ასევე ავტომატურად. ამ დროს კამერის ლინზა ტრიალდება სრულად და იმალება კამერის კორპუსში, ხოლო გარედან ჩაძინებული სახის სურათი ეხატება, რაც ძალიან საყვარლად გამოიყურება.

აკონტროლე სხვა InfraRed (IR) მოწყობილობები

აკონტროლე სხვა InfraRed (IR) მოწყობილობები

Aqara G3 კამერას ჩაშენებული აქვს InfraRed (ინფრაწითელი) კონტროლერი. კამერას შეუძლია პრაქტიკულად ყველანაირი მოწყობილობის კონტროლი და ავტომატიზაცია, რომელიც იმართება ე.წ. InfraRed პულტით. ასეთებია: ტელევიზორი, კონდიციონერი, ჰაერის დამატენიანებლები და ა.შ.

მას შემდეგ, რაც თქვენს პულტიან მოწყობილობას დაამატებთ კამერის მართვის აპლიკაციაში, შესაძლებელი იქნება მისი მართვა ავტომატიზაციებში, Aqara-ს მობილურ აპლიკაციაში და ხმოვანი ბრძანებებით. ასევე შესაძლებელია ამ მოწყობილობების გაერთიანება ჭკვიანი სახლის ეკოსისტემაში.

ჭკვიანი სახლის ჰაბი

ჭკვიანი სახლის ჰაბი

Aqara G3 კამერა ასევე არის ჭკვიანი სახლის ჰაბი და მას შეუძლია 64 ჭკვიანი მოწყობილობის მიერთება და მართვა, როგორებიც არის: ჩამრთველები, სენსორები, თერმოსტატები, საკეტები და ა.შ.

Zigbee 3.0 ტექნოლოგიის გამოყენებით სახლის ყველა ჭკვიანი სენსორი, გადამრთველი ან ნათურა უკავშირდება პირდაპირ G3 ჰაბს და არა თქვენს სახლის WiFi ქსელს.

ეს ნიშნავს ნაკლებ დატვირთვას თქვენს WiFi როუტერსა და ინტერნეტ ტრაფიკზე, შესაბამისად უფრო საიმედო კავშირს თქვენს ჭკვიან მოწყობილობებს შორის.

Aqara G3 ჰაბი სრულად თავსებადია Apple Home, Amazon Alexa და Google Home ჭკვიანი სახლის ეკოსისტემებთან. ამ სისტემებზე მიერთებით შესაძლებელია ეკოსისტემებში ჩართულ სხვა მწარმოებლების ჭკვიან მოწყობილობებთან ინტეგრაცია.

ტექნიკური მახასიათებლები

ფერი (Color)
White
მოდელი (Model)
CH-H03
უკაბელო კავშირი (Wireless Protocols)
Zigbee 3.0 IEEE 802.15.4, Wi-Fi IEEE 802.11 b/g/n/a/ac 2.4/5 GHz, supports WPA3
ზომები (Dimensions)
123.4×85.1×67.8 mm (4.86×3.35×2.67 in.)
სამუშაო ტემპერატურა (Operating Temperature)
-10°C ~ 40°C (14°F ~ 104°F)
სამუშაო ტენიანობა (Operating Humidity)
0 ~ 95% RH, კონდენსაციის გარეშე
კომპლექტაცია (What is in the Box)
Camera Hub G3 × 1,
User Manual × 1,
Power Adapter × 1,
Power Cable × 1
პორტი (Ports)
USB-C
კვება (Input Power)
5V=2A
Total Power Consumption
10W (MAX)
მეხსიერება (Local Storage)
MicroSD card (not included). CLASS 4 or above is supported,
up to 128 GB storage.
გარჩევადობა (Video Resolution)
2K 2304×1296p
ხედვის / აღმოჩენის კუთხე (Viewing Angle)
110°
ხედვის / აღმოჩენის კუთხე (Pan/Tilt Angle)
Horizontal 340°, vertical 45° (upward 30°, downward 15°)

წყარო: Aqara-ს ოფიციალური საიტი

მიწოდება
1–5 სამუშაო დღე
ჭკვიანი სახლი
Aqara Hub-ით
აპლიკაცია
Aqara Home
Shipping & Delivery