Aqara A100 Zigbee Smart Lock Original price was: ₾950.00.Current price is: ₾875.00.
Back to products
მდებარეობის სენსორი - Presence Sensor FP2 Original price was: ₾277.00.Current price is: ₾179.00.

Aqara M2 Hub

Original price was: ₾189.00.Current price is: ₾139.00.

მრავალ ეკოსისტემასთან თავსებადი ჭკვიანი სახლის ჰაბი 128 ჭკვიანი მოწყობილობის მართვის შესაძლებლობით. ჰაბს დამატებით შეუძლია შეითავსოს სიგნალიზაციის და კარის ზარის როლი.  მას ასევე აქვს კონდიციონერის, ტელევიზორის და სხვა მოწყობილობების მართვის შესაძლებლობა.

არტიკული: Aqara-M2HUB კატეგორია:
აღწერა

ჭკვიანი სახლის ჰაბი

ჭკვიანი სახლის ჰაბი კონდიციონერის, ტელევიზორის და სხვა მოწყობილობების მართვის შესაძლებლობებით

Aqara M2 პირველ რიგში არის ჭკვიანი სახლის ჰაბი და მას შეუძლია 128 ჭკვიანი მოწყობილობის მიერთება და მართვა, როგორებიც არის: ჩამრთველები, სენსორები, თერმოსტატები, საკეტები და ა.შ.

Zigbee 3.0 ტექნოლოგიის გამოყენებით სახლის ყველა ჭკვიანი სენსორი, გადამრთველი ან ნათურა უკავშირდება პირდაპირ M2 ჰაბს და არა თქვენს სახლის WIFI ქსელს.

ეს ნიშნავს ნაკლებ დატვირთვას თქვენს WIFI როუტერსა და ინტერნეტ ტრაფიკზე და უფრო საიმედო კავშირს თქვენს ჭკვიან მოწყობილობებს შორის.

Aqara M2 ჰაბი სრულად თავსებადია Apple Home,  Amazon Alexa და Google Home ჭკვიანი სახლის ეკოსისტემებთან. ამ სისტემებზე მიერთებით შესაძლებელია ეკოსისტემებში ჩართულ სხვა მწარმოებლების ჭკვიან მოწყობილობებთან ინტეგრაცია.

 

 


ჭკვიანი ზარი

Aqara Wireless mini Switch + Aqara M2 Hub

თქვენ შეგიძლიათ არსებული კარის ზარის ჩანაცვლება კედლის ელემენტიანი ღილაკით, რომლის დაჭერის შემთხვევაშიც M2 ჰაბზე გაჟღერდება ხმოვანი ზარი და თუ ეს  თქვენთვის არ არის საკმარისი, შეგიძლიათ მობლიურ ტელეფონზეც მიიღოთ შეტყობინება როდესაც არ იქნებით სახლში.

თუ გსურთ კარის ჩუმი ზარი, შეგიძლიათ გათიშოთ ხმა და შეტყობინება მიიღოთ მხოლოდ ტელეფონზე ნოტიფიკაციის სახით.

 

 

უსაფრთხოების სისტემა

Aqara Door and Window sensor + Aqara M2 Hub

როდესაც სახლში არ იმყოფებით შეგიძლიათ გაააქტიუროთ ე.წ. Away უსაფრთხოების პროფილი Aqara-ს მობილურ აპლიკაციაში. ასეთ დროს თუ ვინმე გააღებს კარს, Aqara M2 ჰაბზე ჩაირთვება ხმოვანი განგაში და თქვენ მყისიერად მიიღებთ შეტყობინებას ტელეფონზე.

 

 

 

შეტყობინების და განგაშის სისტემა

Aqara Water leak Sensor, Smoke or Gas Sensors + Aqara M2 hub

განათავსეთ წყლის გაჟონვის სენსორი სამზარეულოს ან სარეცხი მანქანის ქვეშ.

წყლის გაჟონვის შემთხვევაში Aqara M2 ჰაბს შეუძლია ჩართოს ხმოვანი განგაში და გამოგიგზავნოთ მაღალი პრიორიტეტის შეტყობინება მობილურ ტელეფონზე.

იგივე ვრცელდება კვამლის და გაზის სენსორებზეც.

 

 


აკონტროლე InfraRed (IR) მოწყობილობები 

 

Aqara M2 ჰაბს ჩაშენებული აქვს InfraRed (ინფრაწითელი) კონტროლერი, რომლითაც შესაძლებელია პრაქტიკულად ყველანაირი მოწყობილობის კონტროლი და ავტომატიზაცია, რომელიც იმართება ე.წ. InfraRed პულტით.

ასეთებია: ტელევიზორი, კონდიციონერი, ჰაერის დამატენიანებლები და ა.შ.

მას შემდეგ რაც თქვენს პულტიან მოწყობილობას დაამატებთ ჰაბის მართვის სისტემაში, შესაძლებელი იქნება მისი მართვა ავტომატიზაციებში და Aqara-ს მობილურ აპლიკაციაში.

 

 

 

 

 

 

 

 


 

Shipping & Delivery