Aqara A100 Zigbee Smart Lock

875.00

უსაფრთხო, ჭკვიანი სახლის საკეტი Apple Home Key-სა და Google Home-ის მხარდაჭერით და განბლოკვის მეთოდების მრავალფეროვანი არჩევანით, როგორიცაა: ბიომეტრიოული თითის ანაბეჭდი, დროებითი/მუდმივი კოდები, NFC ბარათი, მობილური აპლიკაცია და მექანიკური გასაღები.

არტიკული: AQARA-A100Z კატეგორია:
აღწერა

Aqara A100 ჭკვიანი საკეტი Apple Home Key მხარდაჭერით

Aqara A100 ჭკვიანი საკეტი – Apple Home Key-სა და Zigbee მხარდაჭერით

წარმოიდგინეთ სახლი, რომლის კარის გაღება შეგიძლიათ გასაღების ნაცვლად სმარტფონით, თითის ანაბეჭდით ან უბრალოდ თქვენი Apple Watch-ის მიდებით. Aqara A100 ჭკვიანი საკეტი სწორედ ასეთ კომფორტს გთავაზობთ. ის თავსებადია Apple Home Key-სთან, Apple HomeKit-სთან, Google Home-თან და Aqara Home აპლიკაციასთან. Aqara A100 აერთიანებს უმაღლესი ხარისხის უსაფრთხოებას, ელეგანტურ დიზაინსა და მრავალფეროვან ფუნქციებს – თქვენი ოჯახის სიმშვიდისთვის.

მას აქვს 9-ზე მეტი განბლოკვის მეთოდი, მათ შორის თითის ანაბეჭდი, NFC, პინ კოდები, Siri-სა და Google ასისტენტის ბრძანებები და მექანიკური გასაღები.

Aqara A100 ჭკვიანი საკეტი ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი საკეტი, რომელიც Apple Wallet-ის მეშვეობით კარის გაღების საშუალებას გაძლევთ — ტელეფონის ან საათის გამოყენებით, ონლაინ კავშირის გარეშეც კი.

📺 ვიდეო მიმოხილვა

🔒 მრავალი განბლოკვის მეთოდები

Aqara A100 ჭკვიანი საკეტი გთავაზობთ შემდეგ ფუნქციონალს:

  • თითის ანაბეჭდი (50-მდე ჩანაწერი)
  • პინ კოდები (50-მდე უნიკალური კოდი)
  • NFC ბარათები (25-მდე ბარათის მხარდაჭერა)
  • Apple Home Key
  • Apple Home და Aqara Home აპლიკაციები
  • სხვისთვის ერთჯერადი ან დროებითი კოდების გაგზავნა
  • ხმოვანი ბრძანებები Siri-დან და Google ასისტენტიდან
  • მექანიკური გასაღები საგანგებო სიტუაციებისთვის

📱 სრულად ინტეგრირებული Apple HomeKit-თან

Aqara A100 ჭკვიანი საკეტი Apple HomeKit-ს სრულად ერგება და მისი მართვა შესაძლებელია Apple Home აპლიკაციით. ეს ნიშნავს დისტანციურ კონტროლს, ავტომატიზაციებს და ინტეგრაციას Apple home-თან მიერთებულ მოწყობილობებთან.

Apple Wallet-ში ციფრულ გასაღებზე Express Mode-ის აქტივაციისას, კარის გასაღებს კიდევ უფრო სწრად და მარტივად შეძლებთ იმ შემთხვევაშიც კი თუ მობილური ტელეფონის ელემენტი დაგიჯდათ.

🔋 ელემენტის ხანგრძლივი მუშაობა სათადარიგო კვება

საკეტი მუშაობს 8 x AA ტიპის ელემენტით, რომლებიც ძლებს დაახლოებით 18 თვე. აკონტროლეთ ელემენტის დონე აპლიკაციით. ელემენტის ამოწურვის შემთხვევაში, შესაძლებელია კარი გარე დამტენზე USB-C კაბელით შეაერთოთ და ჩვეულ რეჟიმში გამოიყენოთ.

🎯 ძირითადი მახასიათებლები მოკლედ:

  • Apple Home Key მხარდაჭერა
  • თითის ანაბეჭდითა და NFC ბარათით განბლოკვა
  • დისტანციური მართვა აპლიკაციით
  • მექანიკური გაღების გამოყენების შესაძლებლობა
  • მარტივი ინსტალაცია და ინტეგრაცია Aqara-ს ეკოსისტემასთან

Aqara A100 ჭკვიანი საკეტი HomeKit მხარდაჭერით

Shipping & Delivery