ჭკვიანი ზარი – Smart Video Doorbell G4
₾374.00
მსოფლიოში ერთადერთი კარის ვიდეო ზარი, რომელიც მუშაობს ელემენტზე და თავსებადია HomeKit-თან.
ჭკვიანი ვიდეო ზარი კარებისთვის
ელემენტით მომუშავე და HomeKit-თან თავსებადი ვიდეო ზარი ხელოვნური ინტელექტით.
Aqara G4 არის ელემენტზე მომუშავე პირველი ვიდეო ზარი, რომელიც თავსებადია Apple-ის HomeKit Secure Video-სთან და ამავდროულად ვიდეო გამოსახულების სტრიმინგის შესაძლებლობით Google-ისა და Alexa-ს ჭკვიან ეკრანებზე.
მოწყობილობას გააჩნია ხელოვნური ინტელექტი (AI), რომელსაც შეუძლია ვიზიტორების სახის, საეჭვო ქცევის და შეღწევის მცდელობის ამოცნობა.
Aqara G4 შედგება ორი მოწყობილობისგან:
- გარე მონტაჟის წყალგამძლე კამერა, რომელსაც აქვს ზარის ღილაკი და შეუძლია იმუშაოს როგორც სადენიანი კვებით, ასევე ელემენტით. სადენით შეერთების დროს შესაძლებელია გამოიყენოთ AC/DC 12-24V 0.5A ადაპტერი
- შიდა მოწყობილობა, რომელიც ასრულებს ზარის ფუნქციას და უზრუნველყოფს კამერასთან კავშირს Aqara-ს აპლიკაციიდან და სხვადასხვა ჭკვიანი სახლის ეკოსისტემებიდან WIFI-ს მეშვეობით.
ლოკალური AI სახის ამოცნობა
ლოკალური სახის ამოცნობის ჩაშენებული ალგორითმი G4-ის დიდი უპირატესობაა. ამ ვიდეო ზარს შეუძლია ამოიცნოს კარის მიღმა პირის ვინაობა, რასაც შეგიძლიათ მიაბათ სხვადასხვა სახის ავტომატიზაცია.
ვიდეო ზარი და ორმხრივი საუბარი
ვიდეო ზარის ღილაკზე დაჭერისას თქვენთან აპლიკაციაში იგზავნება შეტყობინებას, საიდანაც ლაივ რეჟიმში შეგიძლიათ ვიდეო გამოსახულების ნახვა და სტუმართან ორმხრივი აუდიო დიალოგი.
როდესაც ვიდეო ზარი ამოიცნობს სტუმარს, შეტყობინებაში მოგივათ ინფორმაცია მისი ვინაობის შესახებ. Aqara G4-ს აქვს 162° ფართო ხედვის კუთხე Full HD ვიდეო ჩვენების და ჩაწერის ხარისხთ.
G4 შექმნილია გარე გამოყენებისთვის და შეესაბამება IPX3 სტანდარტს.
ზარის შიდა WIFI მოდული ხმამაღალი დინამიკით
Aqara Doorbell G4-ის შიდა მოწყობილობას გააჩნია ხმამაღალი (95db) დინამიკი, რომელის ხმასაც სახლში ყველგან გაიგებთ. ამავე მოწყობილობაში არის ჩაშენებული SD ბარათის სლოტი, რაშიც შეგიძლია შეაერთოთ 512GB-მდე MicroSD (იყიდება ცალკე) მეხსიერების ბარათი. ბარათზე ინახება როგორც ზარის ვიდეობი, ასევე გარე მოწყობილობის მიერ დაფქისირებული მოძრაობის ან ხალხის უცნაური ქცევის მოკლე ჩანაწერები.
Aqara G4-ის AI შესაძლებლობები გაძლევთ საშუალებას შეცვალოთ თქვნენი ხმა ორმხრივი კავშირის დროს და დააყენოთ წინასწარ განსაზღვრული რამდენიმე ვარიანტიდან ერთ-ერთი.
ე.წ. Do not disturb რეჟიმის დროს შეგიძლიათ შეცვალოთ შიდა ზარის ხმა და ასევე წინასწარ განსაზღვროთ თუ როდის გააქტიურდეს ეს რეჟიმი. მაგალითად ყოველ ღამით 11 საათის შემდეგ დილის 8 საათამდე შეგიძლიათ ზარი ავტომატურად გადაიყვანოთ ამ რეჟიმზე.
უფასო Cloud და ლოკალური საცავი
Aqara G4-ს მოყვება უფასო Cloud სანახი ვიდეო ჩანაწერებისთვის, რომელიც 7 დღის განმავლობაში შეგინახავთ ვიდეობს. ამ ჩანაწერების ნახვას ნებისმიერ დროს შეძლებთ Aqara-ს აპლიკაციიდან. ლოკალურ micro SD ბარათზე ვიდეოების ჩაწერა შეზღუდულია მხოლოდ micro SD ბარათის მოცულობით.
ჭკვიანი სახლის ეკოსისტემებთან თავსებადობა Apple HomeKit Secure Video-ს ჩათვლით
Aqara G4 არის მსოფლიოში პირველი ელემენტზე მომუშავე და HomeKit-თან თავსებადი კარის ვიდეო ზარი რომელსაც აქვს HomeKit Secure Video-ს მხარდაჭერა, რაც ინდუსტრიაში ყველაზე უსაფრთხო სერვისად ითვლება. ამ დროს ვიდეოს ანალიზი და შეტყობინებები მოდის თქვენს Apple მოწყობილობებზე, როგორიცაა iPad, iPhone და Apple TV. ხოლო ვიდეო ჩანაწერები ინახება თქვენს iCloud სანახზე, რომელიც დაშიფრულია თქვენი პირადი გასაღებთ და Apple-საც კი არ აქვს ამ ჩანაწერებზე წვდომა.
გარდა ამისა, Aqara G4-ს შეუძლია აუდიოსა და ვიდეოს ინტეგრირება Google Home და Amazon Alexa-სთან.
მახასიათებლები:
გარე მოდული:
- ვიდეო რეზოლუცია: 1080p
- ხედვის კუთხე: 162° (დიაგნალური)
- PIR დაფიქსირების კუთხე: ჰორიზონტალურად 120°, ვერტიკალურად 80°
- WIFI პროტოკოლები: Wi-Fi IEEE 802.11 b/g/n 2.4 GHz
- ელემენტები: 6 * LR6 AA alkaline battery (Replaceable)
- სადენით კვება: 12V-24V AC/DC 0.5A
- საოპერაციო ტემპერატურა: -18°C ~ 50°C
- საოპერაციო ტენიანობა: 0 ~ 95% RH
შიდა მოდული:
- დინამიკის სიმძლავრე: 2 W
- WIFI პროტოკოლები: Wi-Fi IEEE 802.11 b/g/n 2.4 GHz + WPA3
- პორტები: USB-C
- კვების სიმძლავრე: 5 V⎓1 A
- ენერგო მოხმარება: 5 W
- ლოკალური სანახი: 512 GB-მდე microSD ბარათი
- საოპერაციო ტემპერატურა: 0°C ~ 40°C
- საოპერაციო ტენიანობა: 0 ~ 95% RH
ვიდეო:
- კოდეკი: H.264
- კადრების სიხშირე: 1080p@20fps/720p@20fps/360p@20fps (Adjustable)
აუდიო:
- აუდიო: AAC კოდირება, ორმხრივი ხმა
მსგავსი პროდუქტები
Aqara A100 Zigbee Smart Lock
Aqara D100 Zigbee Smart Lock
Aqara D100 ჭკვიანი საკეტი Apphe Homekit-თან სრული ინტეგრაციით
D100 Smart Door Lock არის კარის ჭკვიანი საკეტი Apple Home Keys-ისა და Google Home-ის მხარდაჭერით, განბლოკვის მეთოდებით, როგორებიცაა: ბიომეტრიული ანაბეჭდები, PIN-ები და NFC მოწყობილობები.
საკეტი ასევე იმართება დისტანციურად Apple Home აპის გამოყენებით. Aqara D100-ს აქვს ჩაშენებული Apple უსაფრთხოების ჩიპი Apple Home Keys-სა და Apple HomeKit-ის მხარდასაჭერად. თქვენ შეგიძლიათ განბლოკოთ კარი Apple Wallet-ში შენახული სახლის გასაღების საკეტთან ახლოს მიტანით. ასევე შეგიძლიათ ნახოთ დაბლოკვის სტატუსი Apple Home აპლიკაციაში.