კარისა და ფანჯრის სენსორი – Aqara Door and Window Sensor

49.00

სენსორი, რომელიც ჭკვიან სახლს რეალურ დროში აცნობებს კარისა და ფანჯრის გაღების ან დახურვის მდგომარეობას. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას სიგნალიზაციის, შეტყობინებებისა და ავტომატიზაციის გასააქტიურებლად.

შენიშვნა: საჭიროებს რომელიმე Aqara Hub მოწყობილობას

აღწერა

ძალიან პატარა და გამოსადეგი

 

 

სახლის პაწაწინა, ჭკვიანი მცველი

მიაკარით ერთი ასეთი სენსორი თქვენს კარს ან ფანჯარას და რეალურ დროში მიიღეთ შეტყობინებები მათი სტატუსის შესახებ Aqara-ს და Apple Home აპლიკაციებში. კარისა და ფანჯრის სენსორით თქვენ შეგიძლიათ გამართოთ ავტომატური შეტყობინებები ან განგაში კარის გაღების ან დაკეტვისას.

თქვენ ასევე შეგიძლიათ დააყენოთ შემახსენებელი შეტყობინება თუ კარი ღია ან დაკეტილია გარკვეული დროის განმავლობაში.

ჭკვიანი სახლის ეკოსისტემაში ამ სენსორებზე შეგიძლიათ მიაბათ სხვა მოწყობილობები, მაგალითად განათებები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შექმნილია რომ იყოს უჩინარი

Aqara-ს კარებისა და ფანჯრის სენსორი არის პაწაწინა მოწყობილობა, რომელიც სანთებელას ნახევარიც კი არ არის ზომაში. მას მოყვება ორმხრივი წებოვანი ლენტი, რომლის საშუალებითაც სენსორი შეგიძლიათ მიამაგროთ კარის ან ფანჯრის ჩარჩოზე.

მონტაჟისას მოწყობილობა არ საჭიროებს დაკაბელებას, რადგანაც მუშაობს ელემენტზე. ელემენტი ყოფნის 2 წლის განმავლობაში.

 

თავსებადია ჭკვიანი სახლის ყველა მოწინავე ეკოსისტემებთან

Aqara-ს კარებისა და ფანჯრის სენსორი თავსებადია ჭკვიანი სახლის ყველა მოწინავე ეკოსისტემასთან, როგორიცაა: Apple HomeKit, Amazon Alexa, Home Assistant და ა.შ. ეს საშუალებას იძლევა, რომ სენსორი მიაერთოთ სხვა მწარმოებლების ჭკვიან მოწყობილობებთან.

მოწყობილობას ასევე აქვს Matter პროტოკოლის მხარდაჭერა, რაც ჭკვიანი სახლის ინდუსტრიაში უახლესი სტანდარტია და სენსორისთვის არის მომავლის გარანტი.

 

Shipping & Delivery