

Aqara M1S Hub Gen 2
₾159.00
ჭკვიანი ჰაბი Aqara M1S Gen 2, რომლითაც შესაძლებელია 100-ზე მეტი ჭკვიანი მოწყობილობის კონტროლი. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ხმოვანი განგაში ან კარი ზარი.
აღწერა
ღამის განათება, უსაფრთხოების ჭკვიანი სისტემა და ჭკვიანი სახლის ჰაბი.
RGB განათება და სინათლის სენსორი
გაანათე სიბნელე
Aqara M1S Gen 2 ჰაბს აქვს ჩაშენებული RGB განათება, რომელიც შედგება 18 ცალი მძლავრი LED ნათურისა და სინათლის გამბნევი სარტყელისაგან.
განათება შეიძლება გამოიყენოთ როგორც ღამის, აქცენტური ან განგაშის ნათება. მოწყობილობას გააჩნია სინათლის სენსორი, რომლის გამოყენებაც შეიძლება სხვადასხვა სახის ავტომატიზაციებში Aqara Home მობილური აპლიკაციის გამოყენებით.
თქვენს სახლში Aqara-ს სხვა მოწყობილობების დამატებით (მოძრაობის ან კარის სენსორები) შეგიძლიათ განათების ჩართვა მოძრაობის დაფიქსირებისას ან კარის გაღებისას.
RGB განათება ინტეგრირდება Apple HomeKit ეკოსისტემაში.
- Aqara M1S Gen 2-ს გააჩნია ჩაშენებული შესაერთებელი, რომელის მეშვეობითაც პირდაპირ ერთდება დენის წყაროზე.
მძლავრი 2 ვატიანი დინამიკი
ნოტიფიკაციები, განგაში და კარის ზარი
Aqara M1S hub-ში ჩაშენებულ დინამიკს საკმარისად დიდი ხმა აქვს იმისათვის, რომ გამოიყენოთ როგორც განაგაშის სისტემა ან კარის ზარი. შესაძლებელია დინამიკის და განათების ერთობლივად ან ცალ-ცალკე გამოყენებაც.
ტელეფონზე შეტყობინების მიღება შესაძლებელია ასევე ე.წ. Emergency რეჟიმში. ამ დროს ტელეფონი “Do Not Disturb” რეჟიმშიც რომ იყოს, თქვენ მაინც მიიღებთ ხმოვან შეტყობინებას.
ჭკვიანი ზარი და უსაფრთხოების სისტემა
ერთი ჭკვიანი პროდუქტი მრავალი ფუნქციით
ჩაშენებული დინამიკის და ფართო შესაძლებლობების გამო Aqara-ს სხვადასხვა მოწყობილობების დამატებით Aqara M1S Gen 2 ჰაბს მარტივად შეუძლია მრავალი ფუნქციის შეთავსება.
ჭკვიანი ზარი
Aqara Wireless mini Switch + Aqara M1S Hub
თქვენ შეგიძლიათ არსებული კარის ზარის ჩანაცვლება ელემენტიანი კედლის ღილაკით, რომლის დაჭერის შემთხვევაშიც M1S ჰაბზე გაჟღერდება ხმოვანი ზარი და თუ ეს თქვენთვის არ არის საკმარისი, შეგიძლიათ მობლიურ ტელეფონზეც მიიღოთ შეტყობინება, როდესაც არ იმყოფებით სახლში.
თუ გსურთ კარის ჩუმი ზარი, შეგიძლიათ გათიშოთ ხმა და შეტყობინება მიიღოთ სინათლის ან ტელეფონზე ნოტიფიკაციის სახით.
უსაფრთხოების სისტემა
Aqara Door and Window sensor + Aqara M1S Hub
როდესაც სახლში არ იმყოფებით, შეგიძლიათ გაააქტიუროთ ე.წ. Away უსაფრთხოების პროფილი Aqara-ს მობილურ აპლიკაციაში. ასეთ დროს თუ ვინმე გააღებს კარს, Aqara M1S ჰაბზე ჩაირთვება ხმოვანი განგაში წითელი სინათლის თანხლებით და თქვენ მყისიერად მიიღებთ შეტყობინებას ტელეფონში.
შეტყობინების და განგაშის სისტემა
Aqara Water leak Sensor, Smoke or Gas Sensors + Aqara M1S Gen 2 hub
განათავსეთ წყლის გაჟონვის სენსორი სამზარეულოს ან სარეცხი მანქანის ქვეშ და იმ შემთხვევაში თუ მოხდა წყლის გაჟონვა, Aqara M1S ჰაბს შეუძლია ჩართოს ხმოვანი განგაში, ააციმციმოს განათება ან გამოგიგზავნოთ მაღალი პრიორიტეტის შეტყობინება მობილურ ტელეფონზე.
იგივე ვრცელდება კვამლის და გაზის გაჟონვის სენსორებზეც.
ჰაბი მრავალი პროტოკოლისა და ეკოსისტემის მხარდაჭერით
Aqara M1S Gen 2 ჰაბს შეუძლია ინტეგრაცია ყველა მოწინავე ეკოსისტემასთან, მათ შორის:
Aqara ერთ-ერთი პირველი იყო ვინც თავიანთ მოწყობილობებში გააჩინა უახლესი Smart Home პროტოკოლის Matter-ის მხარდაჭერა. Matter-ი არის ახალი საერთაშორისო სტანდარტი და ჭკვიანი სახლის მოწყობილობების ერთმანეთთან სასაუბრო ენა, რაც იმას ნიშნავს, რომ Aqara M1S Gen 2 ჰაბი მზად არის მომავლის გამოწვევებისათვის.
მსგავსი პროდუქტები
Aqara G2H Pro Camera Hub
Aqara G3 Camera Hub
Aqara H1 Smart Wall Switch – Double / No Neutral
- ორ ღილაკიანი ჩამრთველი
- ჩამრთველის ამ ვერსიას არ სჭირდება ნეიტრალის (ე.წ. "ნოლის") კაბელი
Aqara H1 Smart Wall Switch – Double / With Neutral
Aqara H1 Smart Wall Switch – Single / No Neutral
- ერთ ღილაკიანი ჩამრთველი
- ჩამრთველის ამ ვერსიას არ სჭირდება ნეიტრალის (ე.წ. "ნოლის") კაბელი
- ფერი: თეთრი | შავი | ნაცრისფერი | კრემისფერი
Aqara H1 Smart Wall Switch – Single / With Neutral
- ერთ ღილაკიანი ჩამრთველი
- ჩამრთველის ამ ვერსიას სჭირდება ნეიტრალის (ე.წ. "ნოლის") კაბელი
- ფერი: თეთრი | შავი | ნაცრისფერი | კრემისფერი
Aqara H1 Wireless Switch
Aqara H1 არის პრემიუმ ხარისხისა და ვიზუალის უკაბელო ჩამრთველი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი სადენების საკონტროლოდ ან თქვენზე მორგებული სხვადასხვა სცენების გასააქტიურებლად.
შენიშვნა: საჭიროებს რომელიმე Aqara Hub მოწყობილობას